Posts

Showing posts from August 13, 2010

ვისწავლოთ ნდობა...პატიება

Image
ამ დროში 21-ე საუკუნეში, ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა რომ არავის ნდობა არ შეიძლება,ზოგმა გამოსცადა და ისე მიხვდა,შეიძლება ამის შემდეგ არა მაერტო ხალხი,არამედ მთელი სამყაროც შესძულდა...ეს საშინელებაა... ზოგი კი კვლავ ისეთი გულუპყვრილოა,რომ ყველას ენდობა...ესეც საშინელებაა... -გიყვარვარ? -ისევე, როგორც ადამს უყვარდა ევა. -გჭირდები? -ისევე, როგორც ადამს სჭირდებოდა ევა. -ედემი? -ედემში ვცხოვრობთ ყველა... -არ გეშინია? -რისი??? -ადამი აცდუნა ევამ!.. და რა მოსდევს იმას თუ კი ნდობას არ გაგიმართლებენ? თუკი ფეხით გაგითელენ შენს საკუთარ გრძნობებს?თუკი.......................... შემდეგ პატიება ან არ პატიება :( ეს 2 პრობლემა მთელი სამყაროს პრობლემაა,მე კი მათზე ვდარდობ,ეჰჰ ვიდარდო სანამ პატარა ვარ, თორემ რომ გავიზრდები ისეთი პრობლემები მექნება,ვინ იცის მეც ავიჩემო ძალიან ნაცნობი სიტყვები:"ეგ ხომ ბავშვური პრობლემაა,რადროს მასეთი ფილოფოსობა და სამყაროს პრობლემებია,რომა საკუთარი თავის პრობლემები ვერ გადამიჭრავს&quo

"კომისარი მეგრე" (დეტექტივი)

აბა დეტექტივების მოყვარულნო ეს პოსტი თქვენთვისაა,უკვე წაიკითხეთ "შერლოკ ჰოლმსი" და სხვა ძალიან განთქმული დეტექტივები? აღარ იცით რომელი მათგანი წაიკითხოთ? გირჩევთ: ფრანგი მწერლის ჟორჟ სიმენონის "კომისარი მეგრე"-ს წაკითხვას,მასში გაერთიანებულია 3 გამოძიება რომელსაც იძიებს ერთი და იგივე პიროვნება კომისარი მეგრე. მისი პირველი გამოძიების მოკლე შინაარსი: "მეგრე და შეშლილი ქალი"- მოხუცი ქალი მიდის ზემოდნახსენებ კომისართან და ეუბნება,რომ მის სახლში ნივთები ადგილს იცვლის,ამ ქალს მეგრე შეშლილად თვლის და ყურადღებას არ აქცევს,თუმცა საჩივრიდან მესამე დღეს ამ "შეშლილ" მოიხუცს კლავენ.აბა ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე?-რათქმაუნდა ჩვენმა კომისარმა მეგრემ,რომელიც ქალის სიკვდილში თავს დამნაშავედ თვლის... 2-"მეგრე და ზარმაცი ქურდი"- აქ კომისარი არა მარტო თავის საქმეს იძიებს ქურდების შესახებ,არამედ თავისი შორეული მეგობრის მკვლელობასაც,რომელსიც სხვას აბარია,იგი დიდი წვალებით გამოიძიებს ორივეს,მაგრამ რა მოხდება შემდეგ?... 3-"ბერჟელაკელი მა

არ უნდა დამვიწყებოდა:

მოკლედ აქ ვწერ ძალიან დიდი ხნის წინ წაკითხულ ისეთ ნაწარმოებებს რომლებიც არ უნდა დამვიწყებოდა,მაგალითად: "ბიძია თომას ქოხი"(რომლის შინაარსი აღარ მახსოვს თუმცა წაკითხვის ღირში ნამდვილადაა ეგ მახსოვს,მახსოვს რომ საუბარი იყო ზანგებზე რომელთაც საშინლად ჩაგრავდნენ და ასე შემდეგ,მოკლედ ამ წიგნს ნამდვილად გირჩევთ წასაკითხავად,ისიც მახსოვს რომ ბევრჯერ მიტირია მასზე :( ) მარკ ტვენის: "ტომ სოიერი, "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" და "უფლისწული და მათხოვარი"-ამათზე ვერ გეტყვით რომ ყველას მოგეწონებათ,მაგრამ ერთს დანამდვილებით გეტყვით ეს წიგნები ყველა ბავშვს უნდა ქონდეს წაკითხული... დანარჩენი თქვენზეა...

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ასევე ძალიან მიიიყვარს ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები,ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ მათზეც ვტირივარ ხოლმე მაგრამ რას ვიზამთ? ამათ რა დააშავეს თუკი სხვებზე ვტირივარ?მმითუმეტეს ეს განსაკუთრებით "მაგარი" წიგნებია ა ესენი უფრო იმსახურებენ ჩემს ცრემლებს ვიქტორ ჰიიუგოსი წაკითხული მაქვს:"93 წელი"(არს ომის პერიოდზე და იმაზე თუ როგორ მოულბობს გულს დედისა და შვილების განწირული ტირილი უსაშინლეს ადამიან რის გამოც ეს უკანასკნელნი იტანჯებიან და რას გააკეთებს ის ამ გაქვავებული გულის მოლბობისას?-უკვე ბრძოლაში მოგებული,ბავშვების გადასარჩენათ შევა თავისივე დაგებულ მახეში და თვითონვე განწირავს საკუთარ თავს, ს აქამდე უპირისპირდებოდა თავის გაზრდილ ადამიანს ის ახლა მას დაუჩოქებს,მაგრამ მას თავს მოკვეთენ,აუ გამოსწორებული ადამიანის ბოლო მაინც ასეთი რატომ არის ხოლმე???ძალიან შემეცოდა:((( აუ მოკლედ მე ვერ აღვწერ ჩემი ენით ისე როგორც თვითონ წიგნშია აღწერილი,წაიკითხეთ გთხოვთ ძალიან მაგარია....) ვიქტორ ჰიუგოსი კიდევ წაკითხული მაქვს "კლოდ გე" ,"უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა"

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები

ესეც მცირე ინფორმაცია ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსის ბიოგრაფიაზე : ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი , (Charles John Huffam Dickens) დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს . ფსევდონიმი - "ბოზ" ("Boz").ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი , რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა. ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში . მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში . ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში . მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე . ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში , საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში , ასევე იმუშავა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად . სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - "დავით კოპერფილდი" და

ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე კროსტო"

ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და არასდროს არ დამავიწყდება,მასში ნათლადაა ასახული თუ როგორია ნამდვილი სიყვარული და როგორ შეიძლება იბრძოლო მისთვის:( დარწმუუნებული ვარ ეს წიგნი ბევრს ექნება წაკითხული მაგრამ მე მაინც დავწერ მის მოკლე შინაარსს: ცნობილ კლასიკურ ისტორიაში, ფილმის მთავარი გმირი ედმონდ დანტესია. ამ სამართლიანი ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ლამაზმან მერსედესზე დაქორწინება, მისი საუკეთესო მეგობარი ფერნანდი უღალატებს. ციხეში აღმოჩენილი, ედმონდ დანტესი ოცდაათი წლის განმავლობაში ფიქრობს შურისძიებაზე თავის მტრებზე. ერთი ადამიანის დახმარებით, რომელიც მასთან მეზობელ საკანში ზის, ედმონდი მოახერხებს გაქცევას ციხიდან. ამის მერე ის საზოგადოებაში გამოჩნდება, როგორც მდიდარი და კეთილშობილი გრაფ მონტე–კრისტო, რომელიც მოხერხებულად და დაუნდობლად იშორებს ადამიანებს, რომლებმაც უღალატეს და მოატყუეს უამრავი წლის წინ... (ხო მართლა გირჩევთ ამმის კინოსაც უყუროთ მაგალითადაი აქედან: http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=ELHKE

იანუშ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი"

Image
ეს წიგნი ძალიან მიყვარს და ვურჩევ წაკითხონ, ვისაც როდესმე უფიქრია და დაინტერესებულა თუ როგორ შეიძლება იმართოს სახელმწიფო,რამდენი და რისი მიინისტრია თითოეულ სახელმწიფოში და რომელი რას მოოოითხოვს მშვიდობიან დროს და რას მოითხოვენ მაშინ თუ კი მათ ციხეში ჩასვამენ :D გგონიათ სახელმწიფოს მართვა ადვილია და ადვილია იყო მეფე ან პრეზიდენტი? გგონიათ ყველა ის ქვეყანა სახელმწიფოს მტერია რომელიც გებრძვის?--არა ეს ასე არ არის,რატომ? წაიკითხეთ ეს წიგნი და გაიგებთ ეს წიგნი დაგეხმარებათ გაიგოთ ყველაფერი სახხელმწიფოს პრობლემების შესახებ...ალბათ უკვე გაიგეტთ რაზეა ეს წიგნი მაგრამ მინდა დავამატო რომ მისი მთავარი პერსონაჟი 5-6წლის ბიჭია რრომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ამხელავე ავა სამედფო ტახტზე მაგრამ იგი დიდივით მართავს სახელმწიიფოს ....პირადად მე მთელ წიგნს ღიმილით ვკითხულობდი,მაგრამ ბოლო თავი 4-ჯერ წავიკითხე ზედი-ზედ და ოთხჯერვე ვიტირე...:((( მოკლედ ძაან მაგარი წიგნია და გირჩევთ წაიკითხეთ :DDD:)))

ნოდარ დუმბაძე

Image
მართალია მისი თითქმის ყველა ნაწარმოები წინა ზაფხულს წავიკითხე,მაგრამ ახლა დავწერ პატარა ინფორმაციას მის შესახებ: ნოდარ დუმბაძე(1928-1984) დაიბადა თბილისში,შემდეგ კი საცხოვრებლად გურიაში,სოფელ ხიდისთავში, გადავიდა, სადაც მზრუნველი ბებია და ბაბუა ეგულებოდა.სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 1960 გამოქვეყნდა ნოდარ დუმბაძის პირველი რომანი "მე,ბებია, ილიკო სდა ილარიონი".ამ ნაწარმოებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.იგი მალე პიესად გადაკეთდა და მრავალი თეატრის სცენაზე დაიდგა.კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ რომანის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი. ნოდარ დუმბაძე ლექსებსაც წერდა,მაგრამ მას სახელი მისმა რომაზნებმა და მოთხრობებმა გაუთქვეს,რომელთა მიხედვითაც არაერთი სპექტაკლი და კინოფილმი შეიქმნა. მოკლედ მე მისი ნაწარმოებები ძალიან მომეწონა და რომელ ქართველსაც ჯერ არ მიუღია სიამოვნება წაეკითხა ისინი,შემიძლია მთელი გულით დავარწმუნო რომ ეს უნდა გააკეთოს!!! :) :):)