Posts

Showing posts from January 7, 2017

სამუდამო მეგობრობა?!

Image
                   ვისაც ჰოროსკოპოს სჯერა, ესევე მიხვდებით. მე მერწყული ვარ,რაც ნიშნავს რომ მე ვარ ყველაზე მეგობრული. ბავშვობიდან უამრავი ხალხი მეხვია ირგვლივ, მყავდა ბევრი ახლობელი, რამდენიმე მეგობარი, ისინი ვისაც მე ვთვლიდი მეგობრად, და ისინი ვინც მე  მთვლიდნენ მეგობრად. მე ვარ ეგრედწოდებული "გიჟი მეგობარი" მხოლოდ იმ გაგებით რომ ბოლომდე ზედ ვყვები ადამიანს ვისაც მეგობარს ვეძახი. ჩემი ოჯახიც ამჩნევდა ამას და ყოველთვის მიმეორებდნენ "მეგობრები მოდიან და მიდიან, ყველაზე მთავარი ოჯახის წევრები არიანო", -რა სისულელეა თქო ვპასუხობდი. მართლაც რომ მეგონა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლეა. მეგობრები მართლაც რომ მოდიან და მიდიან. გინდაც წლები ერთად იყოთ. დრო გადის და თუ გაგვიმართლა ყველაფერი მოკითხვის დონემდე რჩება.              სულ რამდენიმე ადამიანი იყო მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით, ვისაც მეგობრად ვთვლიდი. ერთთან დაშორება მაშინ დაიწყო როცა მე გავთხოვდი,მერე პატარა უთანხმოება, რომელზეც არც მომისმინა რომ გაეგო   დამნაშავე მე არ ვიყავი. მ