Posts

Showing posts from June 21, 2011

ლურჯი ზღაპარი

Image
ღამეა,როგორც მჩვევია ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ბუნებას ვაკვირდები,ბუნებას რა,მე წარმოვიდგენ მას,წინ ხეებია,მერე გზა მოციმციმე ლამპიონებით და ბაძღები,მთები,გზები...ჩუმად ვარ და ვუსმენ ყველაფერს,მინდა არაფერი გამომეპაროს,ფოტლების ჩურჩული,ჩიტების ჟღურტული და ა.შ ვუყურებ ცას თავისი ლამპარით და თვალ წინ მიდგას ლურჯი ზღვა ასეთვივე ლამპარით...და თვალწინ მიდგას მიტოვებული სანაპირო,მერე ტყე,მთები და მათში ჩაკარგული ბილიკები... წუთით წარმოვიდგენ რა მოხდება ხელი რომ ამიცდეს და ფანჯრიდან გადავვარდე.... -ჰაჰაჰა-ვიცინი ხმამაღლა...მე ჩავეშვები წყალში,ნელ-ნელა დამისველდება სხეული....სიცილის ექო უკან მიბრუნდება და მაფხიზლებს,თითქოს ვიღაცამ ძალიან ცივი,დიდი,ლურჯი ხელები შემომხვია წელზე...თითქოს სიზმარში ვარ,მინდა გამოვფხიზლდე,ამასვე ჩამძახის ექოს უკანასკნელი გამოძახილი და ვახელ თვალებს... ჩემი ლურჯი დიდი თვალები,და თეთრი სახე ისევ ხვდებიან ნაცნობ პეიზაჟს:ხეები,ბაღები,მთები,ბილიკები,ცა და ლამპარი ანაც ზღაპარი!!!.....