Posts

Showing posts from February 18, 2013

დღეს მე გიშვებ...

Image
                                      იცი ? დღეს მე მივხვდი,რომ დროა გაგიშვა ჩემი ფიქრებიდან,იმედებიდან,აწმყოდან... იცი? დღეს მე  გაპატიე ის რომ სიამაყე უბრალოდ ფეხით გამითელე,ოცნებები დამიმსხვრიე,სათამაშოსავით მომექეცი,სულ ყველაფერი გაპატიე. უბრალოდ მინდა ჩვენი ისტორია დავწერო,მე დავივიწყებ,დროც,მაგრამ ფურცელს მაინც ახსოვდეს ისე უბრალოდ,მაინც არ მემეტება ჩემი გრძნობები,ფურცელს მაინც დავუთმობ.დავამთავრებ ისტორიის წერას და დავამთავრებ ჩემს გრძნობებსაც,რომელთაც შენ გიძღვნიდი,სამუდამოდ...:)           ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა,იმიტომ რომ ყველაფერი ასე დაიწყო,ზაფხულის ერთი ლამაზი დღით, შენ რომ პირველად დაგინახე..იცი ჯერ ხმა არ გქონდა გაცემული რომ მომეწონე,შენც მოგეწონე,ვიგრძენი:)...  მერე გაგვაცნეს ერთმანეთი,სულ რაღაც რამდენიმე დღით ვიყავით ერთად ძალიან დაუვიწყარი დღეები იყო:) შენი წყალობით: პირველი დღე ტბაზე,ცურვას ორმ მასწავლიდი,ჩემი პირველი მცდელობა იყო,თან ერთი ნაბიჯი და უკვე აღარ ვჩანდი ტბაში,მე კი შუა ტბამდე გავბედე შესვლა შენთან ერთად,შემაქე,გაკვირვებული იყავი რომ წყლის შიში საე