Posts

Showing posts from May 16, 2011

ბოლო ზარი

რამდენი რამ მოხდა,ბევრი რამ უნდა მოგიყვეთ,უნდა მოგიყვეთ რა წიგნი წავიკითხე რა გავიგე ვან გოგზე და როგორ უზომოდ შემიყვარდა იგი,უნდა დავწერო სად ვიყავი ამ შაბათ-კვირას,როგორ გავერთე,ჩემს ურთიერთობებზე და ა.შ. მაგრამ პირველ რიგში მინდა დავწერო მე-12-ე კლასელკბეზე,ჩვენს სკოლაში პარასკევს არის ბოლო ზარი,ბოლო ზარი... ვაიმეე ზოგისთვის ციხიდან 12წლიანი პატიმრობიდან თავის დაღწევაა,ზოგისთვის უარეს საპყრობილეში გადასვლა,ზოგისთვის მეგობრებთან დაშორება და ა.შ წარმომიდგენია როგორი იქნება ჩემი ბოლო ზარი...გახარებული ბავშვები,1-4ბავშვი მტირალი(მათ შორის მეც)თეთრი საროჭკები და კაბები და უამარავი წარწერა,დარწმუნნებული ვარ ჩემს თეთრ საროჭკაზე აუცილებლად იქნება ციტატები ლექსებიდან,ესეებიდან,საერთოდ წიგნებიდან და ბევრჯერ ეწერება სიტყვა ”მე შენ მიყვარხარ!”ვიღაცა აუცილებლად მომართმევს იებს ან ერთ წითელ ვარდს,ვიღაცას აუცილებლად გადმოუგორდება პატარა ცრემლის წვეთი ჩემთან გამომშვიდობებისას,და მაინც,მაინც იქნება ეს ბოლო ზარი,მაინც დავშორდები სკოლას,მასწავლებლებს,რომლებიც სხვებისგან განსხვავებით არასდროს