ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები

ესეც მცირე ინფორმაცია ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსის ბიოგრაფიაზე :

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი , (Charles John Huffam Dickens) დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს . ფსევდონიმი - "ბოზ" ("Boz").ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი , რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.
ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში . მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში . ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში . მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე . ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში , საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში , ასევე იმუშავა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად . სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - "დავით კოპერფილდი" და "კოპწია დოროთი".
პირადად მე მისი ნაწარმოებებიდან წაკითხული მაქვს: "დავით კოპერფილდი", "ნიკოლას ნიკლბი" და "პიკვიკის კუბის ჩანაწერები" ჰმმ მომეწონა თუ არა?-ძალიან განსაკუთრებული ყურედღება მიიქცია "დავით კოპერფილდმა და "ნიკოლას ნიკლბიმ" მე ძალიან მიიიყვარს ჩარლზ დიკენსი და მისი ეს 2ნაწარმოებიი ჩემი საყვარელი წიგნების რიცხვშიც კი ჩაეწერა. გირჩევთ წაიკითხთ რაზეა უკვე მიხვდებოდით ეს ხომ ზევითაც ვახსენე :))) ხომ მართლა ვისაც სუსტი გული გაქვთ ცვირსახოცები მოიმზადეთ ამ 2 წიგნის წაკითხვის წინ(ჩემსავით:D)

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები