Posts

Showing posts from December 20, 2016

დრო და ჩემი ისტორია

          გამარჯობა მკითხველებო, ძალიან დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მინდა აღვნიშნო რომ იმ მეოცნებე 15-16 წლის გოგონის მაგივრად ახლა 22 წლის დედა და ცოლი ვარ. მინდა ყველაფერი მოგიყვეთ რა და როგორ შეიცვალა,როგორ მივედი აქამდე... მინდა გავაზიარო ჩემი გამოცდილება, აზრები, იქბებ ვინმეს გამოადგეს კიდეც...                               მოკლედ ერთ დღეს გავიღვიძე და ამერიკაში აღმოვჩნდი, ოღონდ   უკვე გათხოვილი და თანაც 6 თვის ორსული. მის მერე ცხოვრებას ვებრძვი, ჩემი და ჩემი შვილის წარმატრბისთვის ვიბრძვი.                               ამ დღემდე 10 თვით ადრე ინტერნეტში ვეძებდი სამუშაოს კონსულტანტის პოზიციაზე, როდესაც ძებნის ღილაკს დავაჭირე ამოვარდა ერთი მაცდური პოზიცია ნორმალური ხელფასით იღონდ ოფიციანტის პოზიციაზე, გასაუბრება გავიარე, სამუშაოც დავიწყე, მაგრამ ჩემი მენეჯერი შემიყვარდა, მას კი მე. ის იმ დღეს აპირებდა სამუშაოდან წამოსვლას როცა მე მივედი,წასვლა გადაიდო. წვრილმანების მოყოლა რომ არ დავიწყო  ყველაფერი ძალიან რომანტიულად წავიდა როგორც არის ხოლმე.... ოჯახს რათქმაუნდა უნდოდა რომ მათთან