Posts

Showing posts from May 30, 2011

ვინსენტ ვან გოგი

Image
ცოტა ხნის წინ დავამთავრე წიგნის კითხვა ”წყურვილი სიცოცხლისა”,სადაც ზედმიწევნით არის აღწერილი ვინსენტ ვან გოგის ბისოგრაფია,დიალოგები,რათქმაუნდა ავტორის ფანტაზიის ნაყოფი,მაგრამ არაჩვეულებრივად შეეფერება გარემოს,ამ წიგნის წაკითხვით ზედმიწევნით შევისწავლე მისი ბიოგრაფია,და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ” მე მიყვარს ვან გოგი” 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში , ბრიუსელში , ლონდონსა და პარიზში , 1876 მასწავლებლობდა ინგლისში . შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში ( ბელგია ), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში . 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულე