Posts

Showing posts from June 7, 2011

ცეროდენა ანგელოზი(ნაწილი1)

Image
ღამე იყო.სასთუმალზე წამოწოლილი,არ მახსოვს,რომელ წიგნს ვკითხულობდი. ჩავთვლიმე. თვალი რომ გავახილე,უეცრად შევკრთი საწოლთან მოდგმულ პატარა მაგიდაზე ცეროდენა ანგელოზი იჯდა და ნაღვლიანად მიმზერდა. თვალები მოვიფშვნიტე. არა,ეს არ იყო ღამეული ზმანება... ხორცხშესხმული,უნაზესი არსება იჯდა ჩემს წინაშე. -აი,მეც მოვედი,-თქვა და თვალებში უცნაური სინათლე უციმციმებდა. მაინცდამაინც არ გავუოცებივარ მის გამოჩენას,რადგან უჩვეულო ამბების შეჩვეული გახლავართ. -ვიცი,რომა არ გაგიკვირდა-ამოიოხრა მან,-ბოლოსდაბოლოს,ხომ მაინც უნდა მომხდარიყო ეს. არ ვიცი,რას გულისხმობდა. -ალბათ,იმასაც მნიხვდი,რატომ მოვედი შენთან! უხმოდ გავაქნიე თავი. -ვერ ხვდები? -ვერა. -მაშ,ნახე!.. -თქვა და მხებზე მიმანიშნა.ახლაღა დავინახე,რომ ფრთები შეტრუსოდა. -ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა.ქუჩიდან ვერცხლისფერი სინათლე იღვრებოდა.საათის წიკწიკი აუტანლად მეჩვენა,შევყურებდი ცეროდენა ანგელოზს და ვერ ვხვდებოდი-რატომ არის ასე:მოდიან მაშინ,როცა აღარავის ელი.რა იყო ეს?-ბედისწერის დაცინვა თუ ჩვენში და ჩვენს გარეთ არსებული სამყაოს გამოვლინების მკაცრი კანონზომიერე