ნოდარ დუმბაძე


მართალია მისი თითქმის ყველა ნაწარმოები წინა ზაფხულს წავიკითხე,მაგრამ ახლა დავწერ პატარა ინფორმაციას მის შესახებ:
ნოდარ დუმბაძე(1928-1984)
დაიბადა თბილისში,შემდეგ კი საცხოვრებლად გურიაში,სოფელ ხიდისთავში, გადავიდა, სადაც მზრუნველი ბებია და ბაბუა ეგულებოდა.სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.
1960 გამოქვეყნდა ნოდარ დუმბაძის პირველი რომანი "მე,ბებია, ილიკო სდა ილარიონი".ამ ნაწარმოებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.იგი მალე პიესად გადაკეთდა და მრავალი თეატრის სცენაზე დაიდგა.კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ რომანის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
ნოდარ დუმბაძე ლექსებსაც წერდა,მაგრამ მას სახელი მისმა რომაზნებმა და მოთხრობებმა გაუთქვეს,რომელთა მიხედვითაც არაერთი სპექტაკლი და კინოფილმი შეიქმნა.
მოკლედ მე მისი ნაწარმოებები ძალიან მომეწონა და რომელ ქართველსაც ჯერ არ მიუღია სიამოვნება წაეკითხა ისინი,შემიძლია მთელი გულით დავარწმუნო რომ ეს უნდა გააკეთოს!!! :) :):)

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები