"კომისარი მეგრე" (დეტექტივი)

აბა დეტექტივების მოყვარულნო ეს პოსტი თქვენთვისაა,უკვე წაიკითხეთ "შერლოკ ჰოლმსი" და სხვა ძალიან განთქმული დეტექტივები? აღარ იცით რომელი მათგანი წაიკითხოთ? გირჩევთ: ფრანგი მწერლის ჟორჟ სიმენონის "კომისარი მეგრე"-ს წაკითხვას,მასში გაერთიანებულია 3 გამოძიება რომელსაც იძიებს ერთი და იგივე პიროვნება კომისარი მეგრე. მისი პირველი გამოძიების მოკლე შინაარსი:
"მეგრე და შეშლილი ქალი"- მოხუცი ქალი მიდის ზემოდნახსენებ კომისართან და ეუბნება,რომ მის სახლში ნივთები ადგილს იცვლის,ამ ქალს მეგრე შეშლილად თვლის და ყურადღებას არ აქცევს,თუმცა საჩივრიდან მესამე დღეს ამ "შეშლილ" მოიხუცს კლავენ.აბა ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე?-რათქმაუნდა ჩვენმა კომისარმა მეგრემ,რომელიც ქალის სიკვდილში თავს დამნაშავედ თვლის...
2-"მეგრე და ზარმაცი ქურდი"- აქ კომისარი არა მარტო თავის საქმეს იძიებს ქურდების შესახებ,არამედ თავისი შორეული მეგობრის მკვლელობასაც,რომელსიც სხვას აბარია,იგი დიდი წვალებით გამოიძიებს ორივეს,მაგრამ რა მოხდება შემდეგ?...
3-"ბერჟელაკელი მანიაკი"-ალბათ სათაურიდანვე მიხვდით რომ საქმე ეხება მანიაკს,რომელიც ქალებს კლავს და შემდეგ მათ გულში მახათს უყრის,საზარელია არა? მაგრამ მეგრე იძიებს მას იმის მიუხედავად,რომ ეს მისი საქმე არ არის...
დავიჯერო არ დაგაინტერესათ? თუ არა აიღეთ ხელში ეს წიგნი და წაიკითხეტ მისი 1გვერდი მაინც,მაშინ თქვენნ ვეღარ მოიცილებთ მას სანამ წიგნს არ დაამთავრებთ...

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები