Posts

Showing posts from January 25, 2013

უბრალოდ ცუდათ ვარ!.... :S

Image
იმდენი ხანია არ დამიწერია არაფერი,აღარც კი ვიცი გამომივა თუ არა ,აბა რატომ  ვწერ?-იმიტომ რომ ვერ დავაწყვე ჩემი ფიქრები  ისე... იქნებ ნაწერში მაინც  ამოვიკითხო რა მინდა ან რა მჭირს J უბრალოდ აღარ ვარ ისეთი როგორც ადრე,ალბათ უფრო მხიარული,ბედნიერი,რავიცი ბედნიერება კი შენი გამოჩენის მერე განვიცადე,მაგრამ შენი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა მიმახვედრა,რომ შენს გაცნობამდეც ბედნიერი ვყოფილვარ...   ახლა კი სულ სხვანაირად ვარ ,თითქოს ვგიჟდები....არა შენი ბრალი არ არის ალბათ შენ მიზეზადაც გიყენებ J .ვერ აგიხსნი როგორ გამოიხატება ჩემი „გაგიჟება“?      პირველი რომ წარსული მტკივა...ხო ვერაფერს ვერ ვივიწყებ...შენც ხომ ეგ გინდოდა? J .  დეპრესია მიღებს ბოლოს და ყველაზე საშინელება ისაა,რომ ვერ ვხვდები რითია გამოწვეული....უბრალოდ ცუდათ ვარ! კიდევ ჩემს თავში არ ვარ დარწმუნებული,სულ მუდამ რაღაცის შიში მაქვს,მგონია რომ რაღაცას ვერ შევძლებ.იმდენს და მდენხანს  ვნერვიულობ მაგ „რაღაცეებზე“,რომ აღარ შემიძლია!      როგორ აგიხსნათ უბრალოდ ცუდათ ვარ! : S