Posts

Showing posts from January 25, 2011

ც რ ე მ ლ ი...

Image
მე ცრემლი ვარ... ძალიან უწყინარი ცრემლი... თვალიდან მოვედინები, მაგრამ გულსჰი მტკივა და განვიცდი. შენს გულში ვბინადრობ, დიდ ადგილს არ ვიკავებ, ძალიან პატარა ვარ, მაგრამ დიდი ძალა მაქვს... იმ ტკივილის შედეგად ვიბადები, რომელიც ცემით გამოიხატება – თვალიდან ბაგემდე ნაზად მოვცურავ და შემდეგ სიცარიელეში ვიკარგები... ზოგჯერ სიხარულსაც გამოვხატავ... ჩემი ადგილი იქ არის, სადაც ძლიერი გრძნობებია, სადაც სიყვარული მძაფრად იკვეთება და ტკივლი დროზე უკვდავია... ხშირად ვიმალები, მინდა სისუსტე დავმალო... ცემით მანიპულირებთ კიდეც, თამაშში მიყოლებთ... ჩემი საშუალებით ნიღაბს იფარებთ და ტავი მსხვერლად მოგაქვთ.. მე ხომ ცრემლი ვარ თქვენგან ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებ... მე ძლიერი გრძნობებისთვის დავიბადე და თქვენი სიყალბით, გთხოვთ ფასს ნუ მიკარგავთ... ავტორი :მერი ღელაღუტაშვილი ჩემი მეგობარი წერს თემებს ეს თემაც მისია და ქეთის თხოვნით ვწერ აქ... : )))))

დუმილის სილამაზე

Image
ამ დროში ძნელია დუმილი,ძალიან ძნელი,ყველგან გაიგებ ჩივილს,ჩივილს ყველა ასაკის ადამიანისგან,ბავშვის,ახალგაზრდის თუ მოხუცის პირისგან,ჩუმად თუ ხმამაღლა:”ამ დროში დუმილი ძნელია,არ იტყვი და ისე გადაგივლიან,ბოდიშსაც არ მოგიხდიანო” მაგრამ ერთი-ორი ადამიანი იმასაც მოჰრავს ყურს,რომ ”ძველი დრო სჯობდა,დრო როდესაც დუმილი სილამაზე იყო,დუმილი-ღიმილს უტოლდებოდა.... რომ დაუფიქრდე მართლაც ასეა დუმილიც და ღიმილიც სილამაზეა,ორივე ხატავს ადამიანს,ორივე რაღაცას გამოხატავს,გამოხატავს სილამაზეს,ქალს ორივე ამშვენებს და ა.შ მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამას ასე არ არის,მაგალითად მოვიყვანოთ ბატონ-ყმობის პერიოდი,იმ დროს ხომ ბატონს ყველაფრის უფლება ქონდა...ყვე-ლაფრ-ის, გლეხს,ყმას კი არაფრის,აზრის გამოხატვის უფლებაც კი არ ქონდა,ანუ უაღრესად იყო დაცული ე.წ ”დუმილის უფლება” პირადად მე ნეიტრალურ პოზიციას ვიჭერ და დასკვნად,პირად აზრად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,რომ როგორცც კარგიარაფერი არ არის რაც გადაჭარებებულია ისევე კარგი არა არის გადაჭარბებული დუმილი,მაგრამ არ დაიცვა დუმილი არ ნიშნავს იმას რადგან ხმა ა