სამუდამო მეგობრობა?!

     

             ვისაც ჰოროსკოპოს სჯერა, ესევე მიხვდებით. მე მერწყული ვარ,რაც ნიშნავს რომ მე ვარ ყველაზე მეგობრული. ბავშვობიდან უამრავი ხალხი მეხვია ირგვლივ, მყავდა ბევრი ახლობელი, რამდენიმე მეგობარი, ისინი ვისაც მე ვთვლიდი მეგობრად, და ისინი ვინც მე  მთვლიდნენ მეგობრად. მე ვარ ეგრედწოდებული "გიჟი მეგობარი" მხოლოდ იმ გაგებით რომ ბოლომდე ზედ ვყვები ადამიანს ვისაც მეგობარს ვეძახი. ჩემი ოჯახიც ამჩნევდა ამას და ყოველთვის მიმეორებდნენ "მეგობრები მოდიან და მიდიან, ყველაზე მთავარი ოჯახის წევრები არიანო", -რა სისულელეა თქო ვპასუხობდი. მართლაც რომ მეგონა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლეა. მეგობრები მართლაც რომ მოდიან და მიდიან. გინდაც წლები ერთად იყოთ. დრო გადის და თუ გაგვიმართლა ყველაფერი მოკითხვის დონემდე რჩება.
             სულ რამდენიმე ადამიანი იყო მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით, ვისაც მეგობრად ვთვლიდი. ერთთან დაშორება მაშინ დაიწყო როცა მე გავთხოვდი,მერე პატარა უთანხმოება, რომელზეც არც მომისმინა რომ გაეგო   დამნაშავე მე არ ვიყავი. მეორესთან როცა მე-11 კლასიდან ექსტერნი ჩავაბარე და უბრალოდ სხვა კლასში გადავედი, მან კი ჩემი შემცვლელი იპოვნა თითქოს,და უფრო აღარ ეცალა ხოლმე ჩემთვის, მესამესთან და მეოთხესთან კი როცა აქ წამოვედი, მერე კი  თანხის გაგზავნა ვერ მოვახერხე. იყვნენ კიდევ რამდენიმე, იმათთან უბრალოდ გარემოებამ და დრომ დამაშორა. ყველასთან მაქვს კონტაქტი ხანდახან თბილად და გულწრფელად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ მოკითხვაა.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თურმე მანძილი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. არ ვიცი რა ვიფიქრო. ის რომ მე აქ ვარ ნიშნავს რომ მეგობრობა უკვე შეუძლებელია? თუ იმას რომ საჭირო აღარ ვარ? ან შეუძლებელია იმიტომ რომ საჭირო აღარ ვარ?  მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ მითია ალბათ სამუდამო მეგობრობა, ან ძალიან იშვიათი, რადგან გარემოებები, დრო, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვშორდებით. მე მყავს კიდევ ერთი მეგობარი რომელიც ჩემს სახლში არ ყოფილა ბევრჯერ, არ მიცია მისთვის პატივი, არ გამოვდგომივარ, მაგრამ თვითონ ყოველთვის მეხმარებოდა, და მეხმარება, როცა საქართველოში ვიყავი, და ახლაც როცა ამერიკაში ვარ. როცა მას მოვუყევი ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი გრძნობები მან მითხრა "მასეა დრო ადამიანებს ან უფრო აახლოვებს, ან აშორებსო"-სიმართლეა. ისიც სიმართლეა რომ "მეგობრები მიდიან და მოდიან, ოჯახი კი ჩვენს გვერდით რჩება."

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები