Happy birthday to me , now i'm 6teen






ძალიან,ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე...ზუსტად 2კვირით ადრე ვიწყებ ხოლმე დღეების ათვლას,თანაც წინა დღის გამოანგარიშებულს 1დღეს კი არ ვაკლებ,ახლიდან ვიწყებ ხოლმე,ეს უკვე ტრადიციაა წელსაც ასე მოვიქეცი და აი....კიდევ ერთი წელი გადავლახე,დავიწყებ იმით რას ვაპირებ დღეს:

წლის საუკეთესო დღე(ნუ ჩემთვის):

ვიხდი სახლში ოღონდ ამჯერად ბიჭების გარეშე,სამაგიეროდ მთელი ჩემი კლასის გოგოები და ცალკე სამეგობრო იქნება. დილიდან მაღაზიებში დავრბივარ ეხლახანს მოვედი და გადავწყვიტე უცებ დამეპოსტა რომ სამახსოვროდ დამრჩეს დღიურივით. თუმცა ამის დრო მაქვს? გაქცევაზე ვარ,ოთახიც ხომ უნდა მოვაწყო და ა.შ


რა გამიკეთებია და მისწავლია 15 წლიდან დაწყებული დღედე:

1.გავაუმჯობესე სკოლაში სწავლა და საერთოდ ჩემი განათლება;
2.ვისწავლე ადამიანების ამოცნობა,მართალია გულის ტკივილით მაგრამ კმაყოფილი ვარ;
3.გავხდი უფრო ორგანიზებული;
4.ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება დავისახე მიზნად;
5.გავიცანი საინტერესო ადამიანები;
6.დამეწვა სოფეში სახლი,მაგრამ სამაგიეროდ ახალს ავაშენებთ და ამასაც გადავიტანთ :)
7.და რაც მთავარია საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ წლით.


გეგმები 16 წლის ასაკისთვის:
1.ვისწავლო უფრო”მაგრად” ;
2.გავიუმჯობესო ლექსიკა...;
3.წავიკითხო ”დზ ბევრი” წიგნი;
4.გავიცნო ძალიან საინტერესო ადამიანები:დ
5.ვისწავლო მათემატიკა:დ
6.და რავი ყველაფერი საუკეთესო მინდა ....


ასე დაჯამდა ჩემი 1წელი...........მოკლედ ხვალ მოგიყვებით როგორ ჩაივლის ეს ”განსაკუთრებული” დღე :დ :* :* :*

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები