ცხოვრება საქართველოს საზღვრებს გარეთ


             პირდაპირი მნიშვნელობით დეპრესია მაქვს. 1 წელია ამერიკაში ვარ და  როცა გარეთ ვიყურები ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამიყვანეს და ჩამაგდეს "სადღაც" უცხო ადგილში სადაც  არავის და არაფერს ვიცნობ.  ბუნება არაჩვეულებრივია ისეთი ყოველთვის რომ ვოცნებობდი ხოლმე დამესვენა, ყველგან ტყეა, ჩვენი სახლის წინაც კი. მაგრამ ვუყურებ და ის არ არის რაც საქართველოში. სულ სხვა შეგრძნებაა რაღაც უცხო და არასასიამოვნო. ეს ჩემს ქართველ კოლეგას გავუმხილე . მან კი მიპასუხა მეგონა მხოლოდ მე ვიყავი მასეო.  დავიწყოთ იმით რომ აქ ჩამოსულს ძალიან ბევრი ბრძოლა და ენერგია ჭირდრბა ასე მხოლოდ თავის დასამკვიდრებლად და "ასაწყობად" რასაც წლები ჭირდება. ვიცი არც მე მჯეროდა ამ ყველაფრის სანამ მე არ ჩამოვედი, არ ვნახე და არ გამოვცადე იგივე. მეც მეგონა დეიდა რომელიც არაფრრს გვაკლებდა ამერიკიდან ყველაფერი ქონდა კარგად ცხოვრობდა... მაგრამ არასოდეს მიფიქრია რა ფასად. ყველა ჩამოსული იბრძვის ყოველ დღე. ხალხი რომლებმაც წლები ისწავლეს და იმუშავეს საქართველოში საპატიო თანამდებობებზე. აქ მძღოლებად და დამლაგებლებად მუშაობენ რომ ოჯახს არაფერი მოაკლონ. ადვილად ჟღერს`? ვიცი მეც ასე ვფიქრობდი სანამ დეიდას მე თვითონ არ დავეხმარე სახლების დალაგებაში. როცა სხვას უკეთებ გენერალურ უბორკას რასაც ქვია. წმინდავ მტვრს აბსოლიტურად ყველაფერზე ყველა წვრილმან ნივთზე, ხეხავ ყველა ვანა-ტუალეტს, სამზარეულოს, წმენდავ კარებებს,პლინტუსებს, გვი, წმენდ, შუშებსაც 3 სართული, 5აბაზანა და უფრო მეტი ოთახი. . ალაგებ ისე როგორც საკუთარ სახლებს არ ვალაგებთ. და ამის მერე იღებ გასამრჯელოს. ასე ნაწვალევს.... მოხუცის მოვლა? ყველაფერ ამას გაკეთებინებენ, მოვლასთან ერთად და კიდევ ნერვებს გიფუჭებენ....   ოჯახიანი ჩამოსული კაცები აქ 2 სამსახურზე მუშაობენ. დღე ერთზე, ღამე მეორეზე, რომ ოჯახი შეინახონ. ყველა ანგარიშობს ვის რამდენი ფული აქვს აქ. როცა არ იციან რა ხდება აქ. მე 12.75 $ მაქვს საათში. 

            "უი რა მაგარი ხელფასია, ესეიგი კვირაში $380 გამოდის თვეში $1500" უცბად გამოიანგარიშეს ჩემმა კმაყოფილმა ნათესავებმა. -კი ძალიან მაგარი ხელფასია საქართველოსთვის მაგრამ არა აქ. რადგან რაც უფრო მეტი გაქვს შემოსავალი უფრო მეტი გაქვს გასავალიც. ასეა აქ სისტემა მოწყობილი. სახელმწიფო იღებს შენგან რამდენიც ეკუთვნის. მოკლედ ჩემს ხელფასს რომ დავუბრუნდე მინუს სახელმწიფო გადასახადის შემდეგ მრჩება $1200, მაგრამ მე რომ ჩემი ოჯახი არ მეხარებოდეს აქ ვერც კი ვიცხოვრებდი ამ ხელფასით. კერძოდ დედა რომელიც მინახავს ბავშვს სანამ მე ვმუშაბ მიზოგავს ბაღის $800-ს. იმით რომ ვცხოვრობ დეიდასთან მეზოგება მინიმუმ $700 პლიუს კომუნალურების $250. დეიდის მანქანით სარგებლობა ბენზინის $200 და მანქანის სავალდებულო დაზღვევის $90. საკვების მინიმუმ $300. ტანსაცმელი, პამპერსები $100. საყოფაცხოვრებო ნივთები -$50. აღარ ვლაპარაკობ სადმე გასვლაზე ახალი ჩამოსული ადამიანისთვის.   საერთო ჯამში მე და ბავშვს მარტო თვეში გვჭირდება მინიმუმ $2490, მაგრამ ვცხოოვრობთ ჩემი ოჯახის ხარჯზე და გვაქვს $1200.                 ზუსტად ამიტომ არის რომ აქ ჩამოსულები 24სთ მუშაობენ, მითუმეტეს ისინი ვისაც აქ არავინ ყავთ, არ ყავთ ოჯახი, რომ დაეხმარონ ისე როგორც მე მეხმარებიან. ამიტომ არის რომ აქ დრო მალე გადის, რადგან მუშაობენ  უფრო მეტს ვიდრე საქართველოში, რადგან თვეში 160სთ-ის მაგივრად მუშობენ 320სთ-ს. არიან რობოტებივით რომ თავისი თავი და ოჯახი შეინახონ. პლიუს თუ ვინმეს ეხმარებიან საქართველოში. ძალიან ბევრჯერ მსმენია ჩამოსულებისგან, არა მარტო ქართველებისგან. "რაც ჩემი ახლობლების დახმარებას, და ფულის გაგზავნას დავანებე თავი, იმის მერე მივაღწიე აქ რაღაცასო", არც მიკვირს ერთ-ერთი მაგალითი დეიდაჩემია ვინც მთელი აქ ყოფნის განმავლობაში საქართველოში მყოფ ჯერ 6, მერე კი 5 ადამიანის შენახვას გადაყვა. 14 წელია ის აქაა ისევ ქირით, საკრედიტო ბარათებით, და დამლაგებლად მუშაობით თავს იკლავს. ვუყურებ და გული მიკვდება. ალბათ არასოდეს ვაპატიებ თავს რომ ის ასე გვყვებოდა და გვყვება ყველას. რამდენია ასე. 
             ეს პოსტი იმიტომ დავწერე რომ მინდა ოდნავ მაინც წარმოიდგინოთ რომ აქ დოლარები მართლა არ ცვივა, ადვილი არაა მათი მოპოვება, და არც ბევრს ნიშნავს აქ. თუ მართლა გიყვართ თქვენი საზღარგარეთ მყოფი ნათესავები შეიცოდეთ ისინი, დააფასეთ მათი შრომა, და იმის მაგივრად რომ ფული აგზავნინოთ, მიეცით უფლება რომ თავიანთ ცხოვრებასაც მიხედონ. რადგან მართლა არ ცხოვრობენ ისე როგორც თქვენ წარმოიდგენთ. კი აქვთ საჭმელი და აქვთ ჩასაცმელი. მაგრამ რის ფასად???  ისინი მართლა უფრო მეტს შრომობენ ვიდრე თქვენ, და ზედ გყვებიან. ნუ გეწყინებათ თუ ამას შეწყვეტავენ ან უარს გეტყვიან. რადგან ყველა არ გაწირავს თავის ჯანმრთელობას, ნერვებს, დროს, ცხოვრებას ახლობლებისთვის, რომლებიც ამდენს არც კი აკეთებენ, და მე მესმის მათი, მე არ ვამტყუნებ, რადგან ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
          

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები