სანამ ვიტყვით თანახმა ვარ !...

   
 

       ზოგადად ყველა ჩვენს ნაბიჯს და გადაწყვეტილრბას რომ ვაანალიზებდეთ წინასწარ ბევრი რამე კარგად იქნებოდა, და ალბათ ბევრ რამესაც არ ვინანებდით.  სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენს ცხოცრებაში. მაგალითად კითხვაზე "ცოლად გამომყვები"-ზე თანხმობამდე                         არასოდეს, არასოდეს არ უნდა იჩქაროთ პასუხი, უნდა დაფიქრდეთ მზად ხართ თუ არა ამისთვის. წარმოიდგინოთ რა და როგორ იქნება. გაანალიზოთ ყველა წვრილმანი და ფაქტი.                                       2) პირველი ფაქტორი დროა. რამდენი ხანია იცნობთ? იცნობთ რომ? მოასწარით ამ დროში გაცნობა? თუ უბრალოდ ემოციებია,რომელმაც შეიძლება გადაიაროს. არ დაგავიწყდეთ რომ ადამიანის გაცნობას წლები, და ხანდახან მთელი ცხოვრება ჭირდება, რას ვიზამთ ასეთები ვართ.                          
            2) დარწმუნდით რომ იცნობთ, ასეთი გიყვართ და იღებთ?  ეგ ახლა ფიქრობთ ასე, უფრო წინ უნდა გაიხედოთ, დაუსვით თავს კითხვა როგორი რეაქცია გექნებათ ამ თვისებებზე 5 წლის მერე. ეჭვიანობა რომელიც ახლა მისგან გსიამოვნებთ აუტანელი იქნება წლების განმავლობაში.                                        3) განათლება, ინტერესები. ხანდახან გაგვიტაცებს ხოლმე რაღაც ახალი ჩვენთვის უჩვეულო და საინტერესო. მაგრამ საერთო ინტერესები მართლაც მნიშვნელოვანია. მაგალითად წიგნის მოსიყვარულე, ინტელექტუალურ წრეში მოტრიალე ქალს შეიძლება სულაც არ დააინტერესოს მთელი ცხოვრება მხოლოდ სპორტზე გადამკვდარი ადამიანთან ცხოვრება. ანაც მზად ხართ 5 შვილისთვის რომელიც მიყოლებით უნდა თქვენს საქმროს? მზად ხართ იცხოვროთ იქ სადაც მას უნდა? კარიერა ან განათლება? ემთხვევა აზრები ერთმანეთს. თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ რა ველოდებათ და გინდათ თუ არა ეგ.
          4) ფული, ცუდათ ჟღერს?  რათქმაუნდა როგორც ვამბობთ ხოლმე მთავარია სიყვარული... მაგრამ რამდენი ოჯახი გინახიათ ახლანდელ დროში უფულოდ დიდხანს რომ გაეძლო? მიზეზი ერთია, უფულობა ბევრ პრობლემას ქმნის, ნერვიულობა,როცა შენი თავი ჯანდაბას და ბავშვს ვერ აძლევ იმას რასაც უნდა აძლევდე, ექიმთან რომ წაიყვანო "მათხოვრობა" და  სხვებზე დამოკიდებულება გჭირდება, ბევრი პრობლემები გაქვს ოჯახში, ეს ყველაფერი კი სიყვარულსაც გაანადგურებს... ასე რომ როცა ხელს გთავაზობენ დამოუკიდებლები და ოჯახის შესანახადაც მზად უნდა იყვნენ.  
          5) ყოველი წვრილმანი, ყოველი თვისება უნდა გაითვალისწინოათ და წარმოიდგინოთ რა იქნება ამ ყვრლაფრით მომავალი. მართლა გინდა მთელი ცხოვრება ერთად გაატაროთ ? მაშინ იფიქრე ტვინით და არა მხოლოდ გულით ...                               მაგრამ არ დაგავიწყდეთ, იდეალური არავინაა, უბრალოდ უნდა მივხვდეთ ყველაფრის გათვალისწინებით მზად თუ ხართ ამ ყველაფრისთვის. არ ხართ? არაფერია სასწაული და მოსარიდებელი. ვისაც მართლა უყვარხართ წლებს მოგცემთ. ეს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რომ უფლება გვაქვს კარგად დავფიქრდეთ.

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები