დღეს მე გიშვებ...

                          
           იცი ? დღეს მე მივხვდი,რომ დროა გაგიშვა ჩემი ფიქრებიდან,იმედებიდან,აწმყოდან...
იცი? დღეს მე  გაპატიე ის რომ სიამაყე უბრალოდ ფეხით გამითელე,ოცნებები დამიმსხვრიე,სათამაშოსავით მომექეცი,სულ ყველაფერი გაპატიე. უბრალოდ მინდა ჩვენი ისტორია დავწერო,მე დავივიწყებ,დროც,მაგრამ ფურცელს მაინც ახსოვდეს ისე უბრალოდ,მაინც არ მემეტება ჩემი გრძნობები,ფურცელს მაინც დავუთმობ.დავამთავრებ ისტორიის წერას და დავამთავრებ ჩემს გრძნობებსაც,რომელთაც შენ გიძღვნიდი,სამუდამოდ...:)

          ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა,იმიტომ რომ ყველაფერი ასე დაიწყო,ზაფხულის ერთი ლამაზი დღით, შენ რომ პირველად დაგინახე..იცი ჯერ ხმა არ გქონდა გაცემული რომ მომეწონე,შენც მოგეწონე,ვიგრძენი:)...  მერე გაგვაცნეს ერთმანეთი,სულ რაღაც რამდენიმე დღით ვიყავით ერთად ძალიან დაუვიწყარი დღეები იყო:) შენი წყალობით: პირველი დღე ტბაზე,ცურვას ორმ მასწავლიდი,ჩემი პირველი მცდელობა იყო,თან ერთი ნაბიჯი და უკვე აღარ ვჩანდი ტბაში,მე კი შუა ტბამდე გავბედე შესვლა შენთან ერთად,შემაქე,გაკვირვებული იყავი რომ წყლის შიში საერთოდ არ მქონდა,მე გაგიღიმე,ვერ მიხვდი რომ შენი იმედი მქონდა,იმდენად რომ შიში სულ არ მახსოვდა:) მეორე დღე :დიდი გეგმები გვქონდა,მაგრამ წვიმა მოვიდა,შენ მამხნევებდი მითხარი რომ წვიმა ძალიან გიყვარს,კიდევ ერთი მსგავსება ჩემსა და შენს შორის,მე კი არ გითხარი ეს,ვიცოდი რომ მაინც არ დაიჯერებდი.
         მერე ჩემი ბიძაშვილი მეუბნებოდა რომ მომეწონე მე კი რა სისულელეა-თქო ვპასუხიბდი,არ ვატყუებდი,მეც არ ვიცოდი. ჩემი წასვლის დროც მოვიდა,წასვლამდე პატარა ქეიფი მომიწყე ბუნებაში,ცოტა დათვერი :) გამაცილე,მარშუტკაში ცოტახანში მომივიდა მესიჯი,რომ დავხედე შენგან იყო რატომღაც  გული ამიჩქარდა,გავხსენი და სულ რამდენიმე სიტყვა: "გთხოვ არ წახვიდე რაა"-იცი?მაშინ პირველად წამომივიდა შენს გამო ცრემლები:)....  ვერ დავბრუნდებოდი,ვისთან დავბრუნებულიყავი?:( მერე ვწერდით ერთმანეთს,ის დღეები ძალიან შევიცვალე:საერთოდ არ ვჭამდი,ბიცოლაჩემი იმითაც კი დამემუქრა,რომ თბილისში გამიშვებდა თუ არ დავიწყებდი ჭამას,ყოველდღე ვსვამდი გოგოებთან ერთად,მერე მითხრა,იცოდე თუ კიდევ დალევ თბილისში გაგიშვებო,ყველაფერზე ცრემლები მადგებოდა,ვერავის ველაპარაკებოდი,არავის ნერვები არ მქონდა,მეზობლის ბავშვის გარდა მასთან ერთად მარტო დავბოდიალობდი მთელი დღეები,პატარა ხმას არ მცემდა არაფერი მაღიზიანებდა.მერე ბიცოლაჩემმა ვინ გაწყენინა იქ რომ იყავიო?-რა უნდა მეთქვა,არავის უწყენინებია...და საერთოდ მეც არ ვიცოდი რა მჭირდა...  ერთხელაც დამირეკე,მითხარი,რომ მოგწონვარ  და შენთან ვყოფილიყავი,დავფიქრდები და ერთ-ორ დღეშე გეტყვი პასუხს-თქო,და შენ მიპასუხე დაგელოდები გინდა 1დღე, 1კვირა,1წელიო. ყურმილი გავთიშე მე უკვე ვიცოდი პასუხი,მეორე დღესვე უნდა დამერეკა და დაგთანხმებოდი,ბედნიერი ვიყავი.,...როცა 3 საათში დამიერკე და ბოდიში მომიხადე,ისევ ძველი შეყვარებული მიყვარს თურმეო..   ეს პირველი დამცირება იყო :)-მაგრამ გაპატიე,არ შემეძლო არ მეპატიებინა,მეგობრობა განვაგრძეთ.მე კი ისევ ისე ცუდათ ვიყავი,ყველას ვუყვიროდი ოჯახის წევრებს,მეგობრებს...ვერავის ვიტანდი..მხოლოდ მაშინ ვწყნარდებოდი როცა შენ გელაპარაკებოდი,ყოველ დღე რამდენიმე საათი,ჩემი ბედნიერების საათები:)...რამდენჯერ დავშორდით,მიზეზი კი ყოველთვის ერთი იყო:არ შეგვიძლია მეგობრობა,არ გამოგვდის სჯობს დავშორდეთ,მერე კი ვრიგდებოდით,რამდენჯერ. ბოლოს მაინც სხვანაირად ვიყავით,როცა დაიწყო ჩვენი უბედირება.თურმე შენი ბავშვობის ძმაკაცს შევუყვარდი,მას ჩვენ და-ძმასავით ვეგონეთ.და გამომიტყდა.არ ვიცოდი რა მექნა და შენ გითხარი,მერე მეც არ ვიცი რა იყო და რა არა. ბოლოს სულ ბოლოს,ახლახანს გავარკვიე,მაშინ როცა დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით.შენ მატყუებდი რომ მაცილებდი იმ ადამიანს ჩვენ ისევ მეგობრები ვიყავით,სინამდვილეში კი ხელს უწყობდი.მე შენ გენდობოდი გადიოდა თვეები ვერ ვიშორებდი იმ ადამიანს,ცხოვრებას მიმწარებდა,შენი იმედი მქონდა,მეგონა მიცავდი,და მეხმაებოდი სინამდვილეში კი.... მერე კი საერთოდ ისე ქენი რომ თავი შეგეძულებინა ჩემთვის...მერე დავშორდით.....  მე კი არც იმასთან ვარ,როგორ იფიქრე რომ შენს ნაცნობს სხვა თვალით შევხედავდი,როგორ?და ამ ყველაფრის ასე დასასრული რომ ნახე დღეს დგახარ და ამდენ ტყუილს იგინებ და ლაპარაკობ,ყველაფერი დაამთავრე და კიდევ ტკივილს მაყენებ,კიდევ ზღაპრებს იგონებ.....
   შენ,შენ იყავი ჩემი პირევლი სიყვარული,და გულის ტკენა! ვერ გივიწყებ დღემდე,შენი ყოველი სიტყვა,საქციელი,ყოველი ერთად გატარებული წამი მახსოვს,და ტკივილი რაც შენ დამიტოვე.... როცა ყველაფერი  გავიგე თან სხვისი პირით მეგონა ვეღარ გიტანდი,მაგრამ გუშინ წინ შემთხვევით მოგკარი თვალი მარშუტკიდან და მივხვდი რომ შენი სიძულვილი უბრალოდ არ შემიძლია... ყველაფრის მიუხედავად ისევ ძველებურად გულით გისურვებ ბედნიერებას....
                 ეს ისტორია დამთავრდა და მე ვამთავრებ შენზე ფიქრებს,გრძნობებს,იმედებს...
                 დღეს მე გიშვებ... არა სიძულვილით,არა იმით რაც არ შემიძლია,არამედ სიყვარულით,კარგი სურვილებით, გულით მინდა შენი ბენიერება გავიგო,გინდაც სხვასთან,შენ ოღონდ კარგად იყავი აი ისე როგორც მე მინდა...უფალი გფარავდეს!
http://ketiblogger.blogspot.com/2012/09/blog-post.html  http://ketiblogger.blogspot.com/2013/01/s.html   http://ketiblogger.blogspot.com/2012/09/2012.html     http://ketiblogger.blogspot.com/2012/09/blog-post.html

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები