მაგრამ,მენატრები!...

ახლა ღამის 2 საათი ხდება და კიდევ კომპიუტერთან ვზივარ,ალბათ დილამდე გაგრძელდება ეს......
მაქვს ”ადნაკლასნიკები” და ”სკაიპი”....
ასე თუ ისე ვაბრაზებ ოჯახის წევრებს...

დილით ვდგები გვიან,(ანუ შუადღეს)....
ვზივარ ფანჯრის რაფაზე...... ერთხელ მითხარი ”შენ არასდროს დაჯდე ფანჯრის რაფაზეო” -გეშინოდა რომ გადავვარდებოდი :დ-კარგი-მეთქი!-გიპასუხე.....
თენგო,ჩემო საყვარელო დეიდაშვილო,შენ ამ ყველაფერს მიკრძალავდი,არა მკაცრად არა,მაგარამ მაინც,ახლა კომპიუტერს ვათავლიერებდი და გული დამწყდა,შენი 1 ფაილი,შენი ერთი სურათიც კი ვერ ვიპოვნე და ცრემლები წამომივიდა.....
თენგო,იცი როგორ მომენატრე?,საქართველო და საფრანგეთი,ღმერთოჩემო,არ მჯერა,შენ დაბადებიდან ჩემთან იყავი,მე რომ ადვიბადე შენც პატარა იყავი :დ მერე ორივენი გავიზარდეთ :დ მაგრამ შენ მაინც მამასავით მერგებოდი :დ,თენგო,მენატრები,მაკლიხარ,მჭირდები, წლები,წლები ერთად ვცხოვრობდით,მერე წახვედი,ასე უცებ მიმატოვე.....ნუთუ ერთობი მანდ? ნუთუ არ მიხსენებ ხოლმე???....
ერთ ზაფხულს,ბორჯომში 2 კვირით წავედი,და რომ ჩამოვედი,შენ რომ შეგხვდი და ხელში ამიყვანე ტირილი დავიწყე,მომენატრე მეთქი....
წამო შეჩერდი,მშვენიერი ხარ!...
ყოველ დილით ჩაი შემომქონდა ხოლმე შენთან,და არ მწყინდებოდა:დ...
თენგო,გავაუქმებ ”ადნაკლასნიკებს”,სკაიპს,დავიძინებ 10-ზე,თუ გინდა 9-ზეც,არ ამოვიღებ ხმას,შეგისრულებ ყველაფერს,ოღონს ჩამოდი,მალე ჩამოდი!....
თენგო,მენატრები,მაკლიხარ,მჭირდები, წლები,წლები ერთად ვცხოვრობდით,მერე წახვედი,ასე უცებ მიმატოვე.....ნუთუ ერთობი მანდ?ნუთუ არ მიხსენებ ხოლმე???....


Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები