11.06.11


ასეთი სათაური იმიტომ,რომ დღიურის სახით მინდა გავაკეთო ჩანაწერი:) დღე ასე დაიწყო:

ჩემი ”ვიქტორია სეკრეტის”:დ საზაფხულო ხალთი გადავიცვი და გამოვედი ოთახიდან,დედაჩემმა მოფერება დამიწყო,ბებიაჩემმა აბა სადარბაზოში გაიხედეო,და ჩემი ახალი საწერი მაგიდა დავინახე,ბებიაჩემს უყიდია,ნუ გამიხარდა....,მერე კინოს ვუყურე,მაგარი კინო იყო
სამი მეტრი ცის ზევით, აი სურათიც,რა საყვარლები არიან <3

ამასობაში სკაიპში მწერდა ჩემთვის ”მნიშვნელოვანი” ადამიანი,მაგრამ რატომრაც ისეთი ამბიციით აღარვპასუხობდი,ალბათ მავიწყდება,რაც ძალიან მიხარია :დ

შემდეგ ოთახის ”უბორკას” შევუდექი,და ყველაფერი თავდაყირა რომ დავაყენე,მაგ დროს შემოვიდა ოთახში გვანცა(
ჩემი მეგობარი)და ჩხუბი დამიწყო : 1საათია გელოდები მობილური სად გაქვსო,მეც ძებნა დავუწყე და როგორც ყოველთვის საწოლის ქვეშ ვიპოვნე :დ და გვანცამ წამართვა 2კვირით,რათ გინდა შენ მობილურიო:დ,დიდად არ მიდარდია,თან სკოლაც აღარ მაქვს და ”მაღვიძარადაც”აღარ გამომადგება,უცებ ჩავიცვი და მერისთან და მაკასთან წამიყვანა,ეს უკანასკნელი ადამინაები კი გვანცას დაქალები არიან,და მეც გავიცანი,დღეს პირველად ვიყავი მაგათთან და მეც მომინდა ჩემხელა და :( ,ხომ მერი-ლამაზი სახელია,თან გალაკტიონის მერი მაგონდება:დ ,ჩემსავით წერს,დღეს დღეს ჩემი თხოვნით წამოვიღე მაგის ნაწერები,დღიურები და ყველაფერი,მთხოვა შენც მანახე შენი ნაწერებიო,მაგრამ პასუხს თავი ავარიდე,ალბათ იმიტომ,რომ ”არ ვარ ჩემს თავში დარწმუნებული!(რატომ და მერე? :(”
სახლში რომ მოვედი მთელი დღე მაგის ცხოვრებაში ვიქექებოდი,დღიურიდან :დ,ასე მითხრა,იმიტომ განდობ,რომ შენც წერო :) რა საყვარელია,ხომ?

და ბოლოს როცა ამ ყველაფრის დაბეჭვდა მომინდა და კომპიუტერთან მოვაღწიე,დედაჩემი ძვლივს ავაყენე :დ აუ მაგის ფერმებმა მომკლა,ვისმა მშობლებმაც კომპიუტერი არ იციან ბედნიერები არიან!

ზევით ფოტო იყოს ჩემი ბლოგის ”დღის პოტო” :დ ,რაც შეეხება ვიდეოს აი ეს იყოს,ასეთ ხასიათზე ვარ :)

პ.ს დროებით <3

Comments

ეგ ფილმი მეც მაქვს ნაყურები (სხვათა შორის გუშინ ვუყურე) და ძალიან მიყვარს <3
famousblogger said…
mec <3,imdeni vitire bolos,ise meore nawils igebeno da ar inerviulo :d,gagijebuli viyavi :D :)

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები