ცეროდენა ანგელოზი(ნაწილი1)



ღამე იყო.სასთუმალზე წამოწოლილი,არ მახსოვს,რომელ წიგნს ვკითხულობდი.
ჩავთვლიმე.
თვალი რომ გავახილე,უეცრად შევკრთი
საწოლთან მოდგმულ პატარა მაგიდაზე ცეროდენა ანგელოზი იჯდა და ნაღვლიანად მიმზერდა.
თვალები მოვიფშვნიტე.
არა,ეს არ იყო ღამეული ზმანება...
ხორცხშესხმული,უნაზესი არსება იჯდა ჩემს წინაშე.
-აი,მეც მოვედი,-თქვა და თვალებში უცნაური სინათლე უციმციმებდა.
მაინცდამაინც არ გავუოცებივარ მის გამოჩენას,რადგან უჩვეულო ამბების შეჩვეული გახლავართ.
-ვიცი,რომა არ გაგიკვირდა-ამოიოხრა მან,-ბოლოსდაბოლოს,ხომ მაინც უნდა მომხდარიყო ეს.
არ ვიცი,რას გულისხმობდა.
-ალბათ,იმასაც მნიხვდი,რატომ მოვედი შენთან!
უხმოდ გავაქნიე თავი.
-ვერ ხვდები?
-ვერა.
-მაშ,ნახე!.. -თქვა და მხებზე მიმანიშნა.ახლაღა დავინახე,რომ ფრთები შეტრუსოდა.
-ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა.ქუჩიდან ვერცხლისფერი სინათლე იღვრებოდა.საათის წიკწიკი აუტანლად მეჩვენა,შევყურებდი ცეროდენა ანგელოზს და ვერ ვხვდებოდი-რატომ არის ასე:მოდიან მაშინ,როცა აღარავის ელი.რა იყო ეს?-ბედისწერის დაცინვა თუ ჩვენში და ჩვენს გარეთ არსებული სამყაოს გამოვლინების მკაცრი კანონზომიერება? აი,რა ვერ ამეხსნა.
-ახლა მე შენი ხელიდან უნდა მივიღო სიკვდილი,-თქვა ცეროდენა ანგელოზმა ჩურჩულით.
გამეღიმა.რაოდენ გულუბრყვილო ჩანდა იგი.
-ეს მე ვარ გულუბრყვილო?-კითხა მან ოდნავ დაცინვით,-ცდები!
სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.მივხვდი-ფიქრების წაკითხვა შეეძლო.
-არ გესმის,რატომ უნდა მივიღო შენი ხელიდან სიკვდილი?
-არა,-მხრების აჩეჩვით ვთქვი მე,თუმცა,იცი რა,ძვირფასო,მოდი,ჩემს მაგიდასთან ვისაუბროთ ამაზე.მე დილამდე არ მძინავს ხოლმე.ჰოდა,ყავას მოვიდუღებ.მერე კი დავსხდეთ და დილამდე ვისაუბროთ.

ცეროდენა ანგელოზმა თანხმნობის ნიშნად თავი დამიქნია.
ფრთხილად ავიყვანე იგი.
ხელში აყვანის ჟამს უხერხულად შეიშმუშნა.
ეტყობოდა ეუხერხულა ,რადგან ქალი იყო და არავითარი ქალური მისთვის უცხო არ გახლდათ.
ნეკის სიგრძე თუ იქნებოდა.
მაგიდაზე დავსვი და სამზარეულოში გავედი.
როცა შემოვბრუნდი,იგი წიგნზე იჯდა.
ყავა მაგიდაზე დავდგი და დავჯექი.
-ჰო,-ვთქვი მე,-მაინც არ მესმის,რატომ გსურს ჩემი ხელიდან მიიღო სიკვდილი?
-ეჰ,-ამოიოხრა მან,-განა ამას რამე მნიშვნელობა აქვს?!
-მაგრამ ცოტახნის წინ თითქოს ამის ახსნას აპირებდი.
-ძალიან გინდა იცოდე?-მკითხა მცირე ხნის დუმილის შემდეგ.
-ჰო!
-იმიტომ,რომ შენ სხვაზე მეტად გიყვარს სილამაზე.უცნაურად გიყვარს და განიცდი მას.
-მაინც არ მესმის...
-აბა,რა გითხრა...ფრთები როგორ შემეტრუსა,ეს საინტერესო არ არის .მთავარი ისაა,რომ პირველსაწყის მშვენიერებას ამიერიდან ვეღარ დავუბრუნდები.ამას კი სიკვდილი სკობს.ამიტომ მინდა შენი ხელიდან მივიღო სიკვდილი,როგორც სხვაზე უფრო ღირსეულისგან.
-მაგრამ,ძვირფასო...როგორ შემიძლია ხელი აღვმართო შენზე!
-უნდა შესძლო!-თქვა მკაცრად,-თუმცა,-ნაღვლიანად დაუმატა,-ვიცი,რომ შესძლებ.
-საიდან?
მე სიკვდილზე გელაპარაკებოდი,შენ კი ამ დროს ყავა მოგინდა,-ცივად მითხრა,თუმცა,-ცდილობდა გულგრილი იერი მიეღო,-ვიცოდი,რომ სახვა განცდებს ვერც აღვძრავდი შენში.
-ცდები,ვერც წარმოიდგენ,თუ რამდენს ნიშნავს შენი გამოცხადება ჩემთვის.ფრთაშეკვეილი სილამაზე მეცხადება და ჩემი ხელიდან მოითხოვს სიკვდილს..რა უნდა იყოს ამაზე დიდი?
-ამაზე დიდად არაფერი ეგსახება?
თავი გავაქნიე.
-ეჰ,-ამოიოხრა უცებ,რა ლამაზი იყო იმ დღეს ცა!
-არ მესმის...
-ჰო,არ გესმის...არც არის საჭირო.მაშ,შენ ამბობ,რომ თუ მშვენიერება გთხოვს,მისი სიცოცხლის აღმსრულებელ ქურუმად იქცე,ეს დიდი რამაა ხელოვანისთვის?
-რაღა თქმა უნდა...
-ჰოო,-ჩაფიქრებით და დაკვირვებით შემომხდა,-ახლა კი დავიძინოთ.
უცებ ვიგრძენი,რომ მართლაც ძილი მომერია.
-დაიძინე,მეც იქ ვიქნები,,-ამ სიტჱვებით იგი მაგიდაზე წამოწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო.
ერთხანს ღიმილით დავყურებდი.
მერე თავი მაგიდაზე ჩამოვდე და ჩამეძინა.
გვიან გამეღვიძა.
თერთმეტი საათი იყო.
ცეროდენა ანგელოზს ისევ ეძინა.
სადაცაა,ნელიც უნდა მოსულიყო.
სამზარეულოში გავედი და ჩაი ავადუღე.
მცირე ხანში ზარმა გაიწკრიალა.
გავაღე.
ჩემს წინ ნელი იდგა.
-შემოდი!
იგი შემოვიდა.
კატასავით შემპარავად ადგავდა ნაბიჯს.გრძელი თმა დალალებად ეყარა მკერდზე.
ჩანთა მაგიდაზე დააგდო და ტახტზე ჩამოჯდა.
-ცხელა,-თქვა.
-ჰო!
დაკვრვებით შემომხედა:
-რაღაც არეული მეჩვენები.
მხრები ავიჩეჩე.
-ისევ არ გეძინა?
-როგორ არა,მეძინა.
-ალბათ,იმ სურათზე მუშაობ,გაგაწვალა არა?
-სამი დღეა,ამ სურათს არ გავკარებივარ.
-აბა,რა მოგივიდა?
-რა უნდა მომსვლოდა?
-შეცვლილი ჩანხარ!
-არა მგონია,-ცოტა არ იყოს გაღიზიანებით ვთქვი.
-შემოიტანე მაგნიტაფონი.-მითხრა,-მოვუსმინოთ,სამზარეულოში გავედი,მაგნიტაფონი ავიღე,მოვბრუნდი მაგიდაზე დავდგი და ნელის გვერდით დავჯექი.
-ჩართე
-ღილაკს თითი დავაჭირე.
იგი ტახთის ზურგს გადააწვა.
-არ მოგენატრე?-მკითხა.
ხელი მოვხვიე.
თავი მკერდზე დამადო.
უცებ მეორე ოთახიდან არღაც შრიალი მომესმა.
გაოცებით შემომხედა.
-რა არის?!
-თაგვი იქნეაბა,-ვთქვი და მეორე ოთახში აგვედი.
ცეროდენა ანგელოზი მაგიდაზე ჩაფიქრებული დადიოდა.
-ჩუმად იყავი,თუ ღმერთი გწამს,-ჩურჩულით ვუთხარი.
წარბშეკვრით ამომხედა.
ერთხანს ასე მიმზერდა,მერე თავი დამიქნია,წიგნზე ჩამოჯდა და გაირინდა.
მე ნელისთან გავედი.
იგი ტახტზე იწვა.
-მოდი!...ხცელი გამომიწოდა.
ნელის წასვლის შემდეგ თავი მიბრუოდა.
ფანჯარაზე ფარდები ჩამოვაფარე,ტახტზე წამოვწექი და სიგარეტს მოვუკიდე.
უცებ გამახსენდა,რომ მეორე ოთახში ცეროდენა ანგელოზი მელოდა.
წამოვდქი და მასთან მივედი.
-საინტერესო იყო,იცი!
-მაპატიე,დარცხენით ვუთხარი,-სულ დამავიწყდა,რომ აქ იყავი.
-ვითომ დაგავიწყდა?-ათვალწუნებით მკითხა,-არა,შენ უბრალოდ არაფრად ჩამაგდე,ფუუჰ,რა საზიზღრობაა!
შეცბუნებული ვიდექი.
-გიყვარს?-მკითხა მოულოდნელად.
გამეღიმა.
-განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-გიყვარს?-გაიმეორა ჯიუტად.
-არა,-ვთქვი და სიგარეტს მოვუკიდე
-აბა,რატომ ხარ მასთან?
-არ ვიცი...ალბათ მსიამოვნებს.
-მსიამოვნებს...-გამაჯავრა.მერე ჩაფიქრდა.ერთხანს ასე ვიყავით.ის წიგნზხე იჯდა,მე სიგარეტს ვეწეოდი.ოქროსფერი თმა ქონდა,ლურჯი თვალები და მოკლე,ცისფერი კაბა ეცვა.პაწაწინა ფეხებზე ოქროსფერი სანდლები შემოსალტვოდა..მშვენიერი იყო-დღის ნათელში მდგარი:პატარადა სიფრიფანა.
-რა სურათზე გეკითხებოდა ის ქალბატონი?-მითხრა უცებ.
-აი,ამაზე-კედლისკენ შებრუნებულ ტილოზე მივუთითე.
-შენ ხატავ კიდეც?აბა მაჩვენე.
უხალისოდდავემორჩილე.
სურათზე მოღრუბლული ცის პეიზაჟი იყო გამოხატული.
-არა უშავს,-თქვა ცეროდენა ანგელოზმა,-სხვა სურათებიც მაჩვენე.
-ახლა არა...მერე,ახლა უნდა წავიდე.
-სად?
-საქმე მაქვს.
-არავითარი საქმე არა გაქვს,-თქვა მან,-შენ ახლა გასეირნება მოგინდა.მე კი რა ვქნა მარტომ შინ?ჰა,რა ვაკეთო?
-თუ გინდა,შენც წამოდი.
-მეც?-დაფიქრდა,-არა,არ არის საჭირო...ჯობია,დაგელოდო.
იგი დადუმდა.
კარებთან მივედი.
ერთხანს ასე ვიდექი.
ვფიქრობდი,იქნებ ასე სჯობს-მეთქი
ბოლოს კარგი გავაღე და ქუჩაში გავედი.
ქუჩაში გრილოდა.
ნელა მივყვებოდი დაღმართს.
სასაუზმეში შევედი და ლუდი მოვითხოვე.
ოფიციანტმა გოგონამ შეკვეთილი მოიტანა.
სასაუზმეში ის და მებუფეტე იყვენენ მარტო.
სასმელი ჭიქაში ჩავასხი და გადავკარი.
გოგონამ თევზი და პური მომიტანა თეფშით და წინ ადმიდგა:
-საჭმელი რომ არ მითხოვია?-გავუღიმე მე.
-ჭამეთ,თორემ დათვრებით,-გამიღიმა მანაც.
-კარგი,ვუთხარი,-იქნებ ჩამოჯდეთ?
მან ნამდვილად გაიხედა მებუფეტისკენ.
მებუფეტემ მზერა აარიდა და ქუჩაში დაიწყო ყურება.
გოგონა დაჯდა.
მეორე მაგიდიდან ჭიქა ავიღე და შევავსე.
-ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!-ჭიქ ა მივუჯახუნე.
გოგონამ მოსვა,მერე თქვა:-მე უნდა წავიდე,ნახეთ,რა დღეშია,-და თვალით მებუფეტეზე მანიშნა,რომელიც უკმაყოფილოდ წრიალებდა ერთ ადგილზე.
-თქვენი ქმარია?
-ქმარი არა...გაწითლდა გოგონა და წამოდგა.
-ისევ მოხვალთ?
-მოვალ,ვეტყვი რომ ნაცნობი ხართ,და მოვალ.
-მართლა?რა გქვიათ?
-მეე?ნატა.
-კარგი ნატა,მაშ წადი,გელოდები.
ნატა წავიდა.
კარგი იყო ამ სიმყუდროვეში ჯდომა,შორიდან ნატას თვალთვალი და ლუდის სმა.
”შინ კი მოგელიან”-გავიფიქრე უცებ.
-ჰო მომელიან,-ვთქვი ხმამაღლა,-ნატა,სადა ხარ,ნატა?
იგი უმალ ჩემს წინგ გაჩნდა!
-მინაგარიშე,ნატა!
-უკვე მიდიხართ?
-ჰო...-მივუგე,-შინ მელიან.
-ვინ,თუ საიდუმლო არ არის?
-ოო!ეს კი მართლაც საიდუმლოა!
-მეც არ გამიმხელთ?-ეშმაკურად მკითხა.
-შეენ?
-ჰო,მე!
სანდომიანი სახე ჰქონდა და დიდი,ტაფლისფერი თვალები.
დაჯდა.
მისკენ გადავიხარე.
-ცეროდენა ანგელოზი!-ვუჩურჩულე ყურში.
-რა,ცეროდენა ანგელოზი?-ვერ გაიგო.
’-ცეროდენა ანგელოზი მელოდება შინ!
-ჰოო!-ტუჩაბზუებით მითხრა,-ამდენი არ უნდა დაგელიათ.
-მე მართლა გეუბნები.თუმცა,შენ კი არა,მეც არ მჯერა ახლა მისი არსებობა!
ნატა გაფართოებული თვალებით შემომყურებდა.
-ის ისეთი ლამაზია!
-მაინც რამხელაა?-მკითხა ნატამ.
-აი,ამხელა,-ნეკა ვაჩვენე,-ზღაპრულად ლამაზია.
ნატამ ტაში შემოჰკრა:
-ხომ მაჩვენებთ?
-არა,-ამოვიხვნეშე მე-ეწყინება!
-რა უნდა ეწყინოს,ადგილზე ვერ ისვენებდა ნატა,-მოვეფერები და სიევ დაგიბრუნებთ.
-არ შეიძლება,-ვთქვი მე,-თან ჩემს თავზე ვბრაზობდი,რა მალაპარაკებდა ამ ამბავს-მეთქი.ამავე დროს ვგრძნობდი ნატასგან თავს ვერ დავიძვრენდი...ამიტომ მეორედ მოსვლაზე ჩვენებას შევპირდი და გარეთ გამოვედი.
p.s.....



Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები