სერიალები,რომლებზეც ღირს დრო დახარჯოთ :)

მართალი რომ გითხრათ ვერ ვიტან ე.წ ”საპნის ოპერებს”,ჯერ ეს ერთი არ მაქვს მათი დრო,და მეორეც რომ მქონდეს მათ ყურებას მირჩევნია წიგნი ვიკითხო ან უბრალოდ ნეთში ვიბოდიალო :დ მაგრამ ვერ ვიტყვი სერიალებისთვის სიცოცხლეში არ მიყურებია მეთქი,მომწონს ”ძალიან თინეიჯერული” სერიალები აქ ჩამოვწერ და განვიხილავ ამგვარ სერიალებს:



1. Gossip Girl ჭორიკანა ძალიან პოპულარულია თინეიჯერებში მისი მოკლკე შინაარი ასეთია: მოკლე შინაარსი:
მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები“, სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა, ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება. სერენას საუკეთესო დაქალი ბლეირიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სერენამ საზღვარგარეთ სწავლას გადაიფიქრა და მანჰეტენში დაბრუნდა. დაქალებს შორის დაძაბულობა არც ჭორიკნებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომლებსაც ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვთ და რომლებიც ყველა ამბისგან სკანდალს ქმნიან...

მაგარამ ვერ ვიტან ხოლმე ამგვარ მოკლე შინაარესებს,ამიტომ ჩემი ენით მოგიყვებით:

ეს სერიალი გაჟღენთილია იუმორით,სევდით და პატარ-პატარა რომანებით, შეგიძლიათ იცხოვროთ მათი ცხოვრებით, და რავი მოკლედ მოგეწონებათ:) შეგიძლიათ უყუროთ:
www.avoe.ge ზე, და ბოლოს, 5საუკეთესო მომენტი ამ სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირებზე:






2. The Vampire Diaries ვამპირის დღიურები. მოკლე შინაარსი:
ელენა - "ოქროს" გოგონაა, ის მიჩვეულია, რომ ბიჭები მის წინაშე მუხლებზე დგებიან. სტეფანი - შავთმიანი, სიმპათიური ბიჭია, რომელიც არასოდეს უყურებს მზეს და თვალებს სათვალეებში მალავს. ის ერთადერთია ვიზეც ელენას შარმი არ მოქმედებს. დეიმონი მისი სექსუალური და სასტიკი ძმაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სტეფანის შურისძიებას. ახლა მას ელენა უნდა და ყველაფერზე წავა, რათა მისი სხეული და სული მიიღოს...

ჩემი ენით: საუკუნეების წინ ძმებ სტეფან და დეიმონ გილბერდებს უყვარდებათ ვამპირი- კეტრინი,რომლის გამოც ორივე მზად იყო ვამპირები გამხდარიყვნენ,კეტრინი კი ორივეს ”ეთამაშებოდა” მან იმდენი გააკეთა რომ ძმები ერთმანეთს გადაკიდა თვითონ კი გაუჩინარდა. წლების საუკუნეების შემდეგ ძმები ცალ-ცალკე ბრუნდებიან ისევ იმ ქალაქში და იქ ხვდებიან კეტრინის ასლს ელენას,რომელიც კვლავ ორივეს უყვარდება,მაგრამ მოულოდნელად კეტრინიც ბრუნდება და ყველაფერს წეწავს. ამ საზოგადოების გარშემო მეტად უცნაური ამებბი ტრიალდება რაც ძალიან საინტერესოა,ვის აირჩევს ელენა? ვინ მოკვდება და ვინ დარჩება? როგორ დამთავრდება ყველაფერი?.......უყურებთ?

აი ტრეილერიც :) :


შეგიძლიათ ამასაც www.avoe.ge ზე უყუროთ...

ხომ მართლა ამის წიგნები იყიდება,მაგრამ არა საქართველოში, და ვინაიდან დეიადაჩემი ამერიკაშია შეგიძლიათ შემიკვეთოთ და მოგაწვდით(რათქმაუნდა ინგლისურ ენაზე :) :):)





3.glee ნუ ეს კარგი მიუზიკლია,რათქმაუნდა პატარ-პატარა თინეიჯერული თავგადასავლებით.







4. doctor house-”სასწაულთ მოქმედი ექიმი”, ალბათ ყველამ იცის ვინ არის ის,და მისი თავგადასავლებიც,არ შემიძლია არ ჩავამატო ამ პოსტის ჩამონათვალში :)




5.The Secret Life Of The American Teenager ეს ბევრმა არ იცის,არც პოპუარულია საქართველოში,და არც ტელევიზორით გადიოდა,მე ვნახე ერთხელ ინტერნეტში და ისე მომეწონა "www.youtube" -დან ვუყურებდი,დამიჯერეთ მართლა მაგარი სერიალია :)





ნუ ეხლა,მთლად ასეც არ გირჩევთ : :დ

Comments

Unknown said…
ჭორიკანას არ ვუყურებ :) ვამპირის დღიურებს –დიახ! :)
famousblogger said…
xoo,magaria vampiris dgiurebi,deidachemi magis wignebs migzavnis inglisur enaze (party)

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები