როცა გცალია ფიქრობ?


ესეიგი,ამ 30 დღიანმა წერილების ბეჭვდამ თავი მომაბეზრა,უფროსწორედ ასე ხშირად ბეჭდვამ,და ანაც უგულოდ რომ ვბეჭდავ განსაკუთრებული სტილი დავკარგე წერილების წერაში,ამიტომაც გადავწყვიტე დროებით თავი დავანებო და მერე განვაგრძობ.
რაც შემეხება მე,მიმოვიხილავ ჩემს ბოლოდოინდელ მდგომარეობას:
1. ორი ჩემი უსაყვარლესი მეგობრის უაზრო ჩხუბი რაც უკვე შეუძლებელი გახდა ამეტანა.
2. როგორც ყოველთვის არაკომფორტული გარემო საკუთარ ოჯაში,
3. ის რომ ჩემნაირ ადამინას ჭირდება: თავისუფლება,თავისუფალი დრო და მარტოობა,რაც შეუძლებელია: თავისუფლება-მშობლებისგან.თავისუფალი დრო-სწავლისგან. მარტოობა-ყველასგან და ყველაფრისგან.... ვიცი არ გესმით და ვერც გამიგებთ რა მჭირს,რადგან მეც არ ვიცი...

ყელში ამოვიდა ყველაფერი!ყელში ამოვიდა, ის რომ მეგობრები ტყუილად მლანძღავენ,მე კი იმის მაგივრად რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო ვტირივარ და ურჩხული მგონია ჩემი თავი,ხომ უნდა წამოვმდგარიყავი? ადამიანის ცხოვრება წვიმიან და მზიან ამინდში 2 უდიდესი გზისკენ სვლას გავს, ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე მზიანი ამინდია,მიდიხარ უპრობლემოდ მაგრამ ბოლოში, სიკვდილის ბოლოს წვიმს,ძალიან წვიმს....
სიკეთისკენ მიმავალი გზა-წვიმიანია,ორმოებით სავსე დაეცემი,დამიჯერე ბევრჯერ,მაგრამ უნდა წამოდგე ხომ უნდა განაგრძო ცხოვრება? ხომ უნდა განაგრძო გზა? და ასე სიკვდილის ბოლომდე... თქმით ადვილია,ბევრი ვერ ასრულებს,მაგრამ მე მაინც შთავაგონებ ჩემს თავს რომ ყველაფერი უნდა განვაგრძო, ”I must bilive in my self and you too,bileve me please!"
რატომ არ უნდა შეგეძლოს თქვა
- ”მე მართალი ვარ” და შეგეძლოს დაამტკიცო ეს.... ისე რომ ნერვები არ მოიშალო,რატომ უნდა ეძახდე საქმეს მოგვარებას როცა მხოლოდ ტირიხარ ან ყვირიხარ? რატომ არ უნდა ვიცავდეთ ერთმანეთის ”სულის უფლებებს” არ გვაქვს უფლება არა მხოლოდ ვარსებობდეთ,არამედ ვიცხოვროთ? დაუფიქრდით,რა არის ჩვენი ცხოვრება,რატომ ვცხოვრობთ მხოლოდ ჩვენი ბედნიერებით,რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად? ნუთუ იმისთვის რომ მთელი სიცოცხლე ერთმანეთს ვუმწაროთ ცხოვრება? არსებობა? რატომ...? ყველას გვაქვს უფლება ვიცხოვროთ... არა? ვინ მეტყვის არას პირში ამაზე???? მაგრამ საქციელებით? ადუკვირდით დღეში რამდენჯერ ვეუბნებით ერთმანეთს ამას საქციელებით? ბავშვებს დასცინიხართ მაგრამ ყველა ბავშვივით იქცევა,ერთმანეთს აწყენინებთ,გულს ატკენთ და ერთმანეთს აბრალებთ...
იმას ვინც ჩემნაირია,იმას ვისაც არ შეუძლია იცხოვროს უსიყვარულოდ, მაგრამ სიყვარულისას ყოველთვის სტკივა გული, დაიცავით თქვენი სული,თქვენი ”მე” არ დაუშვათ გადაგაკეთონ,ეს თქვენი ბუნებაა, ნურავის შეიყვანთ ბოლომდე თქვენში,თქვენს სულში,გიყვარს ადამიანი და მასაც უყვარხარ,მაგრამ ვერ იტანს შენს რომელიმე თვისებას? აბა დაუკვირდი მას არ აქვს ისთი თვისება რასაც შენ ვერ იტანს? შეგიყვარა მასეთი? აიტანოს,შენც ხომ უთმენ მას???
რავი ჩემს შემთხვევაში მასე გავაკეთე და იმოქმედა :) ]


აუ მოკლედ დღეს პირველი გაკვეთილის მერე წამოვედი სკოლიდან,რადგან მაგარი გრიპი მაქვს:( აუ რა საშინელებაა ყველაფერი მტკივა :( მაგრამ თავისუფალი დრო მაქვს,ფიქრის დრო მაქვს,აუ არ ბედნიერებაა,ხოდა რასაც ვფირობდი ყველაფერი დავწერე,ხოდა ეხლა თქვენ იცით:) მიყვარხართ:)

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები