სიცარიელე







სიცარიელეს ბევრი მნიშვნელობა აქვსო შეგვიძლია ასეც ვთქვათ... ვიცი რომ არის მომენტები როცა ყველა განვიცდით უბრალოდ სიცარიელეს.. ამის მიზეზსაც ვერ ვასახელებთ..

–რატომ გრძნობ ასე ცარიელად და გამოშიგნულად ?

–იმიტომ...
გაქვთ მეტი პასუხი? უფრო მეტის მტქმელი ? ..მე არა...

წარმოიდგინეთ გამოქვაბული რა ხდება იქ ?... მაგალითად აღიგოთ ისეთი რომელშიც წლების განმავლობაში ხდებოდა რაგაც ახალი...რაღაც სხვანაირი.. მის კედლებზე როგორც უძველეს ისტორიულ გამოქვაბულებში შემორჩენილია ნახატები..ანდაც უბრალო სიმბოლოები.. რაღაც ისეთის აღმნიშვნელი რაც ვიღაცისთვის ძვირფასია.. ანადაც არავაითარი ფასი არ გააჩნია... თუმცა ყოველი ნახატი, ყოველი სიმბოლო და თუნდაც ნაკაწრი, სიმწრის ანდა სიხარულისაგან გაჩენილი ნაკაწრი, რაღაცას წარმოადგენს, რაღაცას ახსენებს ვინმეს.... ვიღაცისთვის ყველაფერია.... და რატომ წარმოვიდგინეთ ეს გამოქვაბული ?... უბრალოდ გავაიგივე ჩემი გული მასთან როცა ჩემს გულში სიცარიელეა... იქ არაფერია..ისევე როგორც ამ გამოქვაბულში... თუმცა ყველაფერია...არის მოგონებები..ისეთი კარგი, ისეთი წარმოუდგენელი, ისეთი ცოცხალი... არის მოგონებები მწარე, მტანჯველი, ისეთი გულს რომ გიჭამს... გარედან არაფერს გატყობს მაგრამ შიგნიდან რომ გაცარიელებს და თანდათან გჭამს... ჩემი გულია ასეთ მომენტში ზუსტად ისეთი როგორიც ავღწერე... ცარიელი. კედლებზე კი იმდენი რამ წერია მისი ხმამაღლა წაკითხვა და გახსენება რომ დაიწყო არც გეყოფა დრო..თანაც რამდენჯერ შეჩერდები იმის გამო რომ ზოგ მოგონებაში შენც იქნები, შენც გაგახსენდება..შენც გაიცინებ, შენც იტირებ ..მგონი დავწერე ის რასაც ვფიქრობდი...ანდა უბრალოდ არ მეყო სიტყვები იმ მარაგიდან რომელიც მე გამაჩნია, რომ ისე ამეღწერა როგორც მინდოდა... რა მნიშვნელობა აქვს როგორ ავღწერე ჩემი გრძნობები.. მთავარი ალბათ ისევ ისაა რომ, თუმცა ალბათ აქ უკვე ზედმეტი იყო, რომ ამ ყველაფერს მე ვგრძნობ, ჩემთვისაა გასაგები ის რის ნახევარსაც ვწერ... ვიღაც ამას გრძნობს ვიღაც იმას... რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვგრძნობ... მაგრამ ის მაინც მაწყნარებს რომ ვრაცეებისთვის მაინც აქვს ამას მნიშვნელობა...

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები