რა იქნენ,სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები? :(


-ჩემო სიციცხლის ცისაკარო!
-თავს შემოგევლე!
-ჩემო გაშლილო იაო!
-შენი გულის ჭირიმე_
-საყვარელო,სასახელო!
-წამლად დაგენაყე,წამლად დაგედე!
-ჩემო სიყრმის მზევ,შენ კი დაგენაცვლე!
-ჭირი მოგჭამე!
-ჩემო სულო და სიცოცხლევ! ჩემო სულისდგმავ!
-შენი მუხლების ჭირიმე!
-ჩემო ცხოვრების ნიავიო!
-სანდომელავ,ჩემო ბალის კუნწულავ!
-ჩემო ათასნაირო!
-დედის ოქროს შანდალო!
-ჩემო დამტირებელო,მშვენიერო თვალებო!
-შენამც დამაყრი მიწასა!
-უშენოდ ნუმცა ვარ ცოცხალი!
-იმ ადგილის ჭირიმე,სადაც შენ მომაგონდები!
რა იქნენ,სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები,ძველად ათასმა მაკომ რომ იცოდა საქართველოში?
რატომ აღარ ვალესობთ დღეს ამ სიტყვებით,რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება,რად გვაიძარცვენით,ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!
რატომ აღარ ესმით ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს-შვილებსა და შვილიშვილებს?
რატომ დაკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები?ნუთუ დატრუვდნენ,მოკვდნენ,გადაშენდნენ ეს სიტყვები? ნუთუი ისევ გახევდა ჩვენი გული,რომ ეს თბილი,მდიდრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო,რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედაბმა? :(
(გ.ლეონიძე)

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები