იქნებ არც ყოფილა...


იქნებ ისიც იფიქრო,რომ შეშლილი ვარ,მაგრამ ეს იყო,იქნებ არც უნდა მოხდარიყო,მაგრამ მოხდა.არაამქვეყნიური არსება არის.იქნებ ამ ქვეყნიურიც იყო,მაგრამ მე მეჩვენებოდა ასე...
ფიქრი მხოლოდ შენზე...
იყო თუ არა?
არ მასვენებს კითხვები-იქნებ არც იყო და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?არც ესაა გამორიცხული,მაგრამ მხოლოდ შენ...
მომბეზრდა წერაც?რა გითხრათ?რა ვთქვა,რითაც გაგახარებ?
-ვიცი!
-რა იცი?
-რითაც გამახარებ...
-რით გაგახარებ?
-მითხარი...
-არ გეტყვი...
თუმცა რა უნდა მეთქვაარც ვიცი,იქნებ ჩემს ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული.არ ვიცი,რა გითხრა,მაგრამ შენ იცი,რა იცი?ეგ არც მე ვიცი..იქნებ გაგიხარდეს მხოლოდ ჩემი ხმის გაგება?მაგრამ შორს ვარ...
შენთან ახლოს ამ სიტყვებს ყვება ის ისტორია...
ჩემი ფანტაზიის ნაყოფი თუ სინამდვილე?
ალბათ ამას ვერც მიხვდები,წერა და ღრმა გრძნობები შენგან შორს არის,ზედაპირული სიყვარული?
-მეცოდები!
მეცოდები,დიდი ხანია რაც ამ გრძნობამ ჩემში გაიღვიძა,მაგრამ არ ვიცი,რამდენად სამართლიანია."შეცოდება" ხომ ჩემს თვისებებს და აზროვნებას ეწინააღმდეგება?მაგრამ ფაქტია,რომ მეცოდები!
-მიყვარს?
-ჰო მიუყვარს,ეს გრძნობა ხომ...
-მეზიზღება!
-ზიზღი?რა არის ზიზღი,ნუთუ მართლა ფიქრობ,რომ ვინმეს შეზიზღება შეგიძლია?
-რატომაც არა?მეც ხომ ადამიანი ვარ?
-ადამიანი,ადამიანი...რატომ,იმიტომ რომ გიყვარს!არ ხარ ადამიანი,რადგან არ შეგიძლია,
შეიზიზღო!
-შემიძლია!
-შენ არ შეგიძლია!მერწმუნე,არ შეგიძლია,დამიჯერე,ასეა ასე...
-შენ რა იცი?
-მეე?მე ხომ შენი მე ვარ?
-...
-მე ვიცი,გიყვარს!
-მიყვარს!
იქნებ მართლა თავს ვიტყუებ?იქნებ მართლა მიყვარხარ?მაგრამ"იქნებ?" მთელი ჩემი ცხოვრება "იქნებაზეა" დამოკიდებული? ღმერთო,ღმერთო...როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება,იქნებ რაიმე შემეცვალა?მაგრამ არა, რაც ვარ, ეს ვარ!
იმ საღამოს სასეირნოდ გამოვედი,თითქოს წვიმას აპირებდა,ცა მობურულიყო,ხეები გატიტვლებულიყო,აქა-იქ თუ გაიგებდი ჩიტის მიკნავებულ ხმას.მასაც სციოდა როგორც მე, მაგრამ წინ მივიწევდი.
-არ დანებდე!-მეუბნებოდა გული.თითქოს რქებით ვაწვებოდი სიცივეს,ისე მინდოდა იმ საღამოს,იმ უღიმღამო დღის გატარება გარეთ, ვერც ვამჩნევდი,როგორ დაკარგვოდა ფერი მთელს სამყაროს.თითქოს ტილო დაძველებულიყო,ან ფერი ჩამოერეცხა მხატვარს,მაგრამ მე მივდიოდი.მონაცრისფერო ცა მიღიმოდა,ხეები მორცხვობდა,მაგრამ ზოგი ამაყადაც იდგა.
-როგორ?მე ხომ ნაძვი ვარ?რისი შემრცხვეს?მე თვით ზამთრის არ მეშინია!
ამ სიტყვებმა ჩემში მხოლოდ ღიმილი გამოიწვია,ამაყია ნაძვი,ამაყი და შეუპოვარი!
-გიყვარს შენ შეუპოვარი არსებები!
-მიყვარს,მაგრამ არა ამაყი!
-სიამაყე.რა არის სიამაყე?
-ჩემი მე მეკითხება?რამდენჯერ გვისაუბრია ამაზე? ამაყები მხოლოდ ამ ქვეყნიური ვნებით შეპყრობილები არიან!
-ჰო,მართალია!მერე რა მოხდა?
მივუყვები გზას,როგორც გითხარით,ფერდაკარგულს და ყინვით მოცულს.
უეცარი აღელვება ვიგრძენი,თითქოს მთელი არსებით მომინდა იმ ადგილზე გაშეშება,გაქცევა უკან.ჟრუანტელი მივლიდა და მთელი სხეული ამიცახცახდა,პირისპირ აღმოვჩნდი ადამიანთან,რომელიც ვერ გამერკვია, ვინ იყო.თავი პატარა "კრავად ვიგრძენი.მეგონა "მგლის" წინაშე ვიდექი და შეჭმას მიპირებდა.მისი სახე უნდა გენახა...შავი თვალები,მოგრძო თმა,მისი ტუჩები...
არ გეგონოს,მისი ტანი ან მისი ძლიერი მკლავები მხიბლავდეს.
უბრალოდ,ჩემნაირი გოგოსთვის ძალიან დიდი იყო.ყველასაგან განსხვავებული!
მიყურებდა...
ვუყურებდი...
არ ვიცი,ეს გრძნობა შიშისაგან იყო, თუ სიყვარულისაგან,მაგრამ მე ჩემს თავს არ ვგავდი!უბრალოდ აღარ ვიყავი ის, რაც აქამდე ვიყავი!
ხელი ჩამკიდა,ისევ ისე იღიმოდა.
გვერდზე მომისვა,ფუნჯი აიღო და ხატვა დაიწო,ის მე მხატავდა!
მისი ხმის გაგონება მინდოდა,ამიტომ შესაფერი კითხვისდ ძებნა დავიწყე.
ის მხოლოდ იღიმოდა!
-ჩემს ფიქრებს კითხულობ?
მან მხოლოდ თავი დამიქნია.გავჩუმდი,რაღა უნდა მეთქვა?მაგრამ ფიუქრებს თავს ვერ ვაღწევდი-"ნეტა ვინ არის"?
იღიმოდა...
-ნუ იღიმი! დავუყვირე მე...
გაკვირვებით შემომხედა,ხელი მომჭიდა და თავისკენ მიმათრია,გულში ჩამიკრა.
მის საამო სურნელს ახლკაც ვგრძნობ...
მისი სითბო და სიცივე ერთად?
მის სახეს საბოლოოდ შევავლე თვალი და გონი დავკარგე.
-გონზე კი სახლში მოხვედი!
-ჰო...
-ყოველთვის ვამბობდი,რომ კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს!
-არც შენ გჯერა ხომ?
-არა!
-მაგრამ მიყვარს!
-ვინ?ბუნების მბრძანებელი?
-ჰო...
-იქნებ არც ყოფილა?
-ეგეც შეიძლება,მაგრამ მიყვარს!

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები