დაბრუნდებოდით უცხოეთიდან სამშობლოში? :D

პირადად მე,ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და თქვენი აზრიც დამაინტერესა: ვთქვათ, როგორმე მიაღწიეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ოცნებას და წახვედით უცხოეთში (თქვენთვის სასურველ ქვეყანაში) ცხოვრება უკვე ვარდისფერ ფერებში გეჩვენებათ და ისე მოგწონთ იქ ცხოვრება,რომ ოცნებას და რეალობას ვეღარ არჩევთ ერთმანეთისგან, ასე გრძელდება 1,2,3,4,5,წელი და ასე შემდეგ,ნუთუ არ მოგენატრებათ თქვენი სამშობლო?ნუთუ ერთხელაც არ გაგიჩნდებათ სურვილი დაბრუნდეთ იქ სადაც დაიბადეთ? და არ გაგიჩნდებათ სურვილი თუნდაც ერთხელკ მაინც კიდევ ჩაისუნთქოთ თქვენი ქვეყნის ჰაერი? და ნახო ადგილები სადაც ბავშვობაში უბედნიერესიები იყავით? არა მე არ მჯერა რომ ეს ასე არ მოხდება,მაგრამ ზოგი რამ ამის შესახებ Dრემდე მიკვირს,მაგალითად მოვიყვან ჩემს ორ დეიდას,რომლებიც ამერიიკაში არიან:
1დეიდა იქ მხოლოდ იმიტომ წავიდა,რომ ჩვენთვის საარსებო ფული გამოეგზავნა :( და მას იმ დღიდან მოყოლებული საქართველოში დაბრუნება მის ოცნებად იქცა.... ის აპირებს ჩამოსვლას და აქ სამუდამოდ ცხოვრებას,მაშინ როცა ჩვენ ავეწყობით... და როდის მოხდება ეს? როცამე ჯერ15ის ვარ ჩემი ძმა კი14ის .... მე ამის გამო ვწუხვარ....
აი მეორე დეიდა კი ოცნებით წავიდა ამერიკაში და მიუხედავათ იმისა,რომ მას საქართველო ძლიერ, ძლიერ ენატრება იგი აქ საცხოვრებათ არასდროს არ ჩამოვა :( :(
და თქვენ? თქვენ დაფიქრებულხართ როდესმე ამაზე? რას გააკეთებდით ამ შემთხვევაში....?
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები