მოდური სტილის 8 კანონი

ამერიკელი დიზაინერი მაიკლ კორსი ქალებს ურჩევს როგორ უნდა შეარჩიონ მოდური გარდერობი:

1.მიეჩვიეთ მომჭირნეობას
სეზონურ სიახლეზე,მაგრამ არ იძუნწოთ,როდესაც ხანგრძლივი მოხმარების ნივთების შეძენას დააპირებთ.ტიტას ფორმის ქვედა ბოლო ერთჯერადი ნივთია,მაგრამ დაბალძირიანი,ნიანგის ტYავის მსუბუQი ფეხსაცმელიკარგა ხანს გაგიწევთ სამსახურს.გამონაკლისს წარმოადგენს აქსესუარი,რომელიც გამოაცოცხლებს ნებისმიერ სამოსს,ამიტომ ნუ დაგენანებათ თანხა ორიგინალური ქამრის შესაძენად.

2.მოცილეთ
ზედმეტი ნივთები.თქვენი ტანსაცმლის კარადა სრულ და სერიოზულ გადახარისხებას მოითხოვს.დაიტოვეთ მხოლოდ ის რაც თქვენთვის აუცილებელია,დანარჩენს კი უყოყმანოდ დაემშვდობეთ,ეს გაგიადვილებთ პასუხს ყოველდღიურ შეკითხვაზე:"რა ჩავიცვა?"

3.ფასი-ხარისხი
როგორც ბევრს მიაჩნია,ეს არცთუ პრიმიტიული თანაფარდობაა.კლასიკური დიზაინის ნივთებს სხვადასხვა ფასი აქვთ და გირჩევთ შეიძინოთ იმ ფირმის ნაწარმი,რომელიც პირველი მოხვდა ბაზარზე და დროის გამოცდას გაუძლო,მაგალითად ჯინსი

4.ტესტი-დრაივი
სრული კომპლექტაციით.როდესაც საღამოს კაბას შესაფერის ფეხსაცმელთან და საცვლებთან ერთად მოიგებთ,თავს თავდაჯერებულად და თAვისუფლად იგღზნობთ.ამგვარად შეხამებული ტანსაცემელი დისკომფორტის განცდას არ დატოვებს.

5.ამოირჩიეთ
ის მაღაზიები,სადაც შეგიძლიათ ნაყიდი ნივთები დააბრუნოთ.შესაძლოა სვიტერის სიძვირემ შეგაშფოთოთ,მაგრამ როდესაც მას სახლში ჯინსან ან ტვიდის ქვედაბოლოსთან მოიზომავთ,მიხვდებით რომ ეს სიძვირე გამართლებულია,-ახლა სვიტერი საოცრად მოგიხდათ

6.შეახამეთ
ახალი ნივთები თქვენი გარდერობის სხვა ნიბვთებთან.ეს შესაზლოა იყოს ფეხსაცმელი,ხელჩანთა ან საიუველირო საშვენისი,რომლებიჩ მუდმივი ტარების შემთხვევაში,თ^ქვენი ზაბიზიტო ბარათი გახდება.გაიხსენეთ თუნდაც ჟაკლინ კენედის ორიგინალური სათვალე ან ნიკოლ როჩის აბრეშუმის ყელსახვევები.ოღონდ ერთი რამ კარგათ დაიმახსოვრეთ-ყველა აქსესუარი აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

7.მოირგეთ
ნივთები ზომის მიხედვით.მოძებნეთ კარგი მკერავი,რომელიც თუნდაც ძვირად ღირებულ სამოსს ტანზე იდეალურად მოგარგებთ. სხვათა შორის,მოდურ,ძვირად ღირებულ მაღაზიებში კლიენტებს იმ სამოსს მოარგებენ,რომელიც მისი აღნაგობის შესაფერია.

8.დაივიწყეთ
ყველა წესი!მიირთვით ხიზილალა პლასტიკატის კოვზით,სამსახურში გამოცხადდით ფარჩის ქვედატანით,ზაფხულში ჩაიცვით ჩექმა,ზამთარში კი-ღია ფეხსაცმელი.
ჯიუტად ატარეთ ის ნივთები,სხვებს წარსულს რომ აგონებს,მთავარია თვენ მოგიხდეთ და მოგეწონოთ.თქვენი "მე"ყველაზე მოდური მორათულობაა.... "ეს ჩემი სტილია " :))))

მოდით რადაგან მაიკლ კორსის რჩევები ვნახეთ მისი უახლოესი კოლექციის ვიდეოც ნახეთ"გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია"...მოგწონთ?


Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები