მშობლები და თინეიჯერები


მოდით დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე ვილაპარაკოთ-მშობლებისა და თინეიჯერების ურთიერთობაზე... აქ ჩამოვწერ თემებს რომლებშიც მშობლები პრობლემებს ხედავენ(რაც გამომრჩება მომწერეთ და ჩავუმატებ პოსტს)ასევე მომწერეთ ამ ჩამონათვლიდან რომელი შეგეხებათ შენ და დედაშენს და ამით გავიგებთ თუ რა არის ყველაზე აქტუალური თინეჯერული პრობლემები 21-ე საუკუნის საქართველოში :
1)სახლში დაგვიანება ან საერთოდ არ მოსვლა;
2)სახლში მარტო არ გტოვებენ რადგან არ გენდობიან(ყველანაირი გაგებით);
3)ადრე გათხოვების წინააღმდეგნი არიან;
4)ქორწილამდე სექსის წინააღმდეგნი არიან (გინდაც თვითონ დაგნიოშნონ);
5)დედის ერთა ხართ და სიძეს თქვენ სახლში მოყვანას გთხოვთ(თქვენს ქმარს კი რათქმაუნდა ეს არ უნდა) რას იზამთ იმ შემთხვევაში თუ არჩევნის წინაშე დადგებით?ვის აირჩევთ? 6)უკვე 18ის ხარ და მარტო ცხოვრება გინდათ, არის დედათქვენი ამის წინააღმდეგი?
7)თქვენი საქმროს წინააღმდეგნია არიან(და შეიძლება სსხვაზეც კი დაგნიშნონ ამ მიზეზით,როგორ იქცევით ასეთ დროს?)
8)შეყვარებულის,მოკლე კაბების,სიგარეტის და ალკოჰოლის წინააღმდეგნი არიან ,ბარში სიარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია
9)თვენი პროფესიის წინააღმდეგ,
10) 9-ე კლასიდან გამოსვლა ან სახლიდან გაპარვა.
რავი ამათ გარდა კიდევ 1000პრობლემაა ჩვენს ასაკში დსა იმედია შეავსებთ ამ პრობლემათა სიას და თვენ როორც დაწერთ კომენტარებში რა პრობლემები გაქვთ აქედან ასევე გამოთქვით თქვენი აზრი,თქვენი სურვილისამებრ...მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ, მე ხომ ყოველთვის იქ ვარ სადაც თავისუფლებაა...

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები