დრო და ჩემი ისტორია

          გამარჯობა მკითხველებო, ძალიან დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მინდა აღვნიშნო რომ იმ მეოცნებე 15-16 წლის გოგონის მაგივრად ახლა 22 წლის დედა და ცოლი ვარ. მინდა ყველაფერი მოგიყვეთ რა და როგორ შეიცვალა,როგორ მივედი აქამდე... მინდა გავაზიარო ჩემი გამოცდილება, აზრები, იქბებ ვინმეს გამოადგეს კიდეც...                               მოკლედ ერთ დღეს გავიღვიძე და ამერიკაში აღმოვჩნდი, ოღონდ   უკვე გათხოვილი და თანაც 6 თვის ორსული. მის მერე ცხოვრებას ვებრძვი, ჩემი და ჩემი შვილის წარმატრბისთვის ვიბრძვი.                               ამ დღემდე 10 თვით ადრე ინტერნეტში ვეძებდი სამუშაოს კონსულტანტის პოზიციაზე, როდესაც ძებნის ღილაკს დავაჭირე ამოვარდა ერთი მაცდური პოზიცია ნორმალური ხელფასით იღონდ ოფიციანტის პოზიციაზე, გასაუბრება გავიარე, სამუშაოც დავიწყე, მაგრამ ჩემი მენეჯერი შემიყვარდა, მას კი მე. ის იმ დღეს აპირებდა სამუშაოდან წამოსვლას როცა მე მივედი,წასვლა გადაიდო. წვრილმანების მოყოლა რომ არ დავიწყო  ყველაფერი ძალიან რომანტიულად წავიდა როგორც არის ხოლმე.... ოჯახს რათქმაუნდა უნდოდა რომ მათთან ერთად გავმგზავრებულიყავი. მაგრამ მე არ მინდოდა, საყვარელ ადამიანთან მინდოდა დარჩენა. დავრჩი კიდეც ოჯახის წამოსვლამდე 4 თვით ადრე გავიპარე და ცოლად გავყევი.                          ალბათ უკვე მოყოლილიდან იფიქრეთ რომ ჩვენ დავშორდით, ეს ასე არაა ჩვენ დღემდე ერთად ვართ ის საქართველოში, მე კი ამერიკაში, მას ველოდები, დოკუმენტები გაკეთდება და ალბათ მომავალ წელს უკვე ჩამოვა, თუ მოინდომებს რათქმაუნდა. ერთად გადავწყვიტეთ რომ სჯობდა წამოვსულიყავი და მერე თვითონაც ჩამოვიდოდა. ამის მერე იმდენი რამ მოხდა... მის გამო მივატოვე ოჯახი, გავიარე ბევრი რამ მასთან ერთად, ფეხქვეშ გავთელე ჩემი პრინციპები, ინტერესები, თავისუფლება, ფაქტიურად მე დავკარგე ჩემი პიროვნება. მაგრამ მე მას ველოდები, როგორც ჩემი შვილის მამას, იმიტომ რომ ჩემზე წინ ჩემთვის ჩემი ანგელოზია, მაგრამ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს.... აი ეს ხდება როცა გადაეყვეტილებას ნაჩქარრბად, დაუფიქრებლად იღებ. სულ ის სიტყვები მახსენდება კინოდან ქალი რომ ეკითხება კაცს " "-о чём ты думал когда женился?           ..... А кто думает когда женишься...".        ირონიული სიცილით. ( სულ მახსოვდა ეს სიტყვები რატომღაც და მართალია რომ დავფიქრდეთ. როცა საყვარელი ადამიანისგან ვიგებთ წინადადებას " გამომყვები ცოლად?''. ალბათ მხოლოდ წარმოვუდგენთ დიდ ხანს და ბედნიერად ცხოვრებას. მაგრამ ეს ზღაპარი არაა, ცხოვრებაა და გადამწყვეტი მომენტი რომელის მოფიქრებასაც დრო და გაანალიზება ჭირდება. ამაზე მერე დაცწერ კიდევ....  ჩემს ისტორიასაც მერე გავაგრძელებ, მთავარი ისაა რომ გვახსოვდეს ცხოვრება გრძელდება, მთავარია ვეცადოთ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ და ყველაფერი კარგად იქნება... ;)

Comments

Popular posts from this blog

ბოლო ზარი

ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებები

ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებები