Posts

"pet society"და თამაშით აწყობილი ცხოვრება...

Image
"pet society"-ს www.facebook.com ზე ვთამაშობ და მართალი რომ ვთვა ძალიან მაგარი თამაში არ არის, მაგრამ თავისუფალ დროს გაგართობს,მოკლედ ამას დიდი ახსნა არ სჭირდება რადგან დარწმუნებული ვარ დღეს-დღეობით ყველამ იცის ეს საიტი და თამაში მაგრამ მოდით უბრალოდ გასართობად დავდებ ჩემი pet-ის სახლს :D და უბრალოდ თვენ შეაფასეთ...ისე ბევრჯერ მიფიქრია,მართლა მასე უცებ რომ აგროვებდე ფულს როგორც ამ თამასში და თან სახლიც ასე გქონნდეს მოწყობილიიიიი.... ეჰჰჰჰ კარგით აბა თორემ მე ამაზე ლაპარაკი თუ დავიწყე... :D (ისე ამის გარდა უამრავი თამაშია და დანარჩენი თქვენ იცით:)) ჩემს სახლს აქვს 2ბაღი: შემოსასვლელი: საძინებელი ჩემს საყვარელ ფერში :D : აბაზანა : აქ ალბათ უბრალოდ ოჯახის წევრები მოვიყრით ხოლმე თავს: :D სამზარეულო ორ ადამიანზე :D დასასვენებელი ოთახი(ბავშვებისათვის) ხო რამანტიკული ოთახია? ეს ჩემმა შეყვაებულმა როგორც მომოიწყო ისე დავტოვე:D და ბოლოს, მე: აი ასე ვკოცნით ხოლმე ერთმანეთს მე და ჩემი რაინდი :D აჰა, ავიწყე ცხოვრება ახლა კი დროა გადავიდე რეალობაში :(

დაბრუნდებოდით უცხოეთიდან სამშობლოში? :D

პირადად მე,ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და თქვენი აზრიც დამაინტერესა: ვთქვათ, როგორმე მიაღწიეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ოცნებას და წახვედით უცხოეთში (თქვენთვის სასურველ ქვეყანაში) ცხოვრება უკვე ვარდისფერ ფერებში გეჩვენებათ და ისე მოგწონთ იქ ცხოვრება,რომ ოცნებას და რეალობას ვეღარ არჩევთ ერთმანეთისგან, ასე გრძელდება 1,2,3,4,5,წელი და ასე შემდეგ,ნუთუ არ მოგენატრებათ თქვენი სამშობლო?ნუთუ ერთხელაც არ გაგიჩნდებათ სურვილი დაბრუნდეთ იქ სადაც დაიბადეთ? და არ გაგიჩნდებათ სურვილი თუნდაც ერთხელკ მაინც კიდევ ჩაისუნთქოთ თქვენი ქვეყნის ჰაერი? და ნახო ადგილები სადაც ბავშვობაში უბედნიერესიები იყავით? არა მე არ მჯერა რომ ეს ასე არ მოხდება,მაგრამ ზოგი რამ ამის შესახებ Dრემდე მიკვირს,მაგალითად მოვიყვან ჩემს ორ დეიდას,რომლებიც ამერიიკაში არიან: 1დეიდა იქ მხოლოდ იმიტომ წავიდა,რომ ჩვენთვის საარსებო ფული გამოეგზავნა :( და მას იმ დღიდან მოყოლებული საქართველოში დაბრუნება მის ოცნებად იქცა.... ის აპირებს ჩამოსვლას და აქ სამუდამოდ ცხოვრებას,მაშინ როცა ჩვენ ავეწყობით... და როდ...

"ოცნებიდან რეალობაში"

გამოვფხიზლდი,დღეს 15წლის ასაკში გამოვფიზლდი მე .: გადმოვედი ოცნებიდან რეალობაში და ახლა მივხვდი რომ 15წელი მძინებია,და რა? რა სჯობია?: ძილი,ოცნება თუ რეალობა? ამ კიტხვეას დიდი ხანია ვუსვამ ჩემს თავს და პასუხი კი ვერ მიპოვნია :( - სამართლიანია ცხოვრება? -არა,და მე ამას დაგიმტკიცებთ როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის: მე ძმა მყავს.ჩემზე პატარა,მშობლები როომ გაცილდნენ 10-9 წლისები ვიყავით.(მე ბავშვობიდან არ მიყვარდა ჩემს გამო ვინმე რომ სევდიანდებოდა ან წუხდებოდა,ამიტომაც არასდროს გამიმჟღავნებია ჩემი გრძნობები,და გგონიათ ვინმე მიხვდა რომ მე ბედნიერი არ ვიყავი?-არა,ამას საკუთარი დედაც კი ვერ მიხვდა... და ამის გამო ჩემი ძმა დღემდე გულთან მიმტან ადამიანად მიაჩნიათ. მე? მე რობოტი ვჩანდი,რობოტი რომელიც დილის 9საათზე გადიოდა სახლიდან და ღამის 10-მდე ეძებდა მამამისის წითელ მანქანას :D) ერთ დღესაც ვიპოვნე,მაგრამ რა? :3 თვეში ცოლი შეირთო და დღეს ბავშვიც ყავთ, დედაჩემი და მამაჩემი კი ჩვენს გამოც კი აღარასდროს დალაპარაკებიან ერთმანეთს...მამა არ გვკითხულობს სანამ ჩვენ არ შევეხმიანე...

"ქართული ზღაპარი"

დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა უკვე ყველას აქვს მოსმენილი,მაგრამ არ მჯერა,რომ 100-ჯერაც კი რომ მოუსმინოთ გულშიარაფერს იგღძნობთ... მოკლედ ხანდახან,როცა ცუდ ხასიათზე იქნებით ან სინდისი შეგაწუხებთ მოუსმინეთ და დანარჩენს თვითონ მიხვდებით:

"პროფილი" თუ "ნანუკას შოუ"? :D

Image
ამ ბოლო დრომდე ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული ტოქ-შოუ იყო "პროფილი" მაგრამ დღეს-დღეობით მას ასე ვთქვათ დაეწია "ნანუკას შოუ" აი მე თუ მკითხავთ მათ თითქმის ერთნაირი შინაარსი აქვთ კინოს პრემიერები, ცნობილი ადამიანების გადაცემაში მიწვევა და ასე შემდეგ,მაგრამ განსხვავებაა ისაა რომ პროფილში სევდიანი ისტორიები დღემდეა ჩვენთვის შემორჩენილი... რაც შეეხება გადაცემის წამყვანებს: :D პირადად მე არც ერთი არ მიმაჩნია პროფესიონალად მაია ასათიანი მეტის მეტად გამოხატავს გრძნობებს ჟურნალისტის კვალობაზე (თუნმცა უნდა ვაღიარო," ეს მის გადაცემას შეეფერება) აი ნანუკასი კი სტილი არ მომწონს ამ ბოლპო დროდს კი მარა აქამდე :( ... თუმცა ეს არ არის მისი პროფესიონალიზმის გამოხატულება მაგრამ მაინც არ მიმაჩნია დზ მაგარ პროფესიონალ ჟურნალისტად და რა ვქნა? :D და საერთოდ მე თუ მკითხავთ ქართველებს ჩემს დროში ყველაზე მაგარი ჟურნალისტი ინგა გრიგოლოია იყო ... :( :( :( მოკლედ ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა,რომ ეს ორი ტოქ-შოუ თითქმის ერთმანეთს ეჯიიბრება და მაინტერესებს გავიგო ...

"camp rock" 1,2

"camp rock"- აუ ეს კინო დზ დზ მიყვარს, აბა თქვენც ნახეთ და გამოთქვით თქვენი აზრი... ხოლო ვისაც უკვე ნაყურები აქვს გირჩევთ მოემზადოთ და უყუროთ მის მეორე ნაწილს, რომელიც ამ ზაფხულს რათქმაუნდა ჯერ ინტერნეტში შემდეგ კი ტელე-ეკრანებზე გამოჩნდება, აი ორივე ნაწილის თრეილერი:

,,გოგონა გარეუბნიდან"

დღეს 24მაისს 22საათზე დაიწყო ახალი ქართული სერიალი ,,გოგონა გარეუბნიდან" რათქმაუნდა მე მაინტერესებს თუ როგორი იქნებოდა მისი პირველი სერია მაინც და შემედარებინა სხვებისთვის მაგალითად, "შუა ქალაქისათვის,, მაგრამ, ჩემი აზრით ეს სერიალი ვერ მოიპოვებს ისეთ პოპულარობას როგორიც "შუა ქალაქმა,, მოიპოვა...რადგან ხალხს ასეთი ,,საპნის ოპერები" მობეზრებული აქვთ, მითუმეტეს ამ სერიალის ანალოგი "უშნო ბეტი,, უკვე გადიოდა ქართულ ტელე-ეკრანზე... მაგრამ რავი უყურეთ და თქვენ განსაჯეთ რაც შეეხება "შუა ქალაქს'' ქართველების ნაწილს იგი უკვე მობეზრდა ნაწილი კი ყოველ შაბათ-კვირას კვლავე ტელე-ეკრანებთან არის მიჯაჭვული... თქვენ? როგორ ფიქრრობთ როგორც ზოგიერთი ამბობს: "დამანძდა თუ არა შუა ქალაქი? '' :D