სერიალები,რომლებზეც ღირს დრო დახარჯოთ :)
მართალი რომ გითხრათ ვერ ვიტან ე.წ ”საპნის ოპერებს”,ჯერ ეს ერთი არ მაქვს მათი დრო,და მეორეც რომ მქონდეს მათ ყურებას მირჩევნია წიგნი ვიკითხო ან უბრალოდ ნეთში ვიბოდიალო :დ მაგრამ ვერ ვიტყვი სერიალებისთვის სიცოცხლეში არ მიყურებია მეთქი,მომწონს ”ძალიან თინეიჯერული” სერიალები აქ ჩამოვწერ და განვიხილავ ამგვარ სერიალებს: 1. Gossip Girl ჭორიკანა ძალიან პოპულარულია თინეიჯერებში მისი მოკლკე შინაარი ასეთია: მოკლე შინაარსი: მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები“, სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა, ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება. სერენას საუკეთესო დაქალი ბლეირიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სერენამ საზღვარგარეთ სწავლას გადაიფიქრა და მანჰეტენში დაბრუნდა. დაქალებს შორის დაძაბულობა არც ჭორიკნებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომლებსაც ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვთ და რომლებიც ყველა ...